EU4Digital საჯარო მონაცემების ხარისხის უზრუნველსაყოფად მონაცემთა მართვის სტრატეგიას აამოქმედებს
თარიღი: 09/01/24
ელექტრონული სერვისების, ინფორმაციის გაცვლის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ბოლოდროინდელი მიღწევები სხვადასხვა სექტორში ნიშნავს იმას, რომ სანდო და ხელმისაწვდომი მონაცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მაღალი ხარისხის და ადვილად ხელმისაწვდომ საჯარო მონაცემებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წლის 6 დეკემბერს პროგრამამ EU4Digital დაიწყო საქმიანობა მონაცემთა მართვის ახალი სტრატეგიების სფეროში.
ეს ახალი აქტივობა პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის და სახელმწიფოთაშორისი/ტრანსსასაზღვრო ციფრული სერვისების თემატური სფეროს ნაწილს წარმოადგენს. მისი მიზანია მონაცემთა მართვის სტრატეგიების ჩარჩოს შექმნა და ქვეყნისთვის სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეროვნული სტრატეგიებისთვის მონაცემთა მართვის სფეროში.
სტრატეგიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე პროგრამის EU4Digital გუნდმა ახალი აქტივობის გეგმა, მასშტაბი და მიზნები წარმოადგინა. გარდა ამისა, ევროკავშირის და მსოფლიოს მონაცემთა მართვის სტრატეგიების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის პირველადი შედეგები დაეხმარა ხელსაყრელი სადისკუსიო გარემოს შექმნას მონაცემთა მართვის სტრატეგიებში ასახული ზოგადი პრინციპებისა და გამოყენების შემთხვევების განსახილველად. ღონისძიების განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და მოლდოვადან დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები მონაცემთა მართვის მიმდინარე ეროვნული ინიციატივების შესახებ.
ახალი საქმიანობის სფეროს მომავალ ეტაპებზე პროგრამის EU4Digital ამოცანა იქნება მონაცემთა მართვის სტრატეგიის ჩარჩოს შემუშავება და მონაცემთა მართვის პრაქტიკის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზის დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში. ეს მოიცავს იურიდიულ, ტექნიკურ და საორგანიზაციო ასპექტებს.
შეფასების საფუძველზე განისაზღვრება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მონაცემთა მართვის სფეროში არსებული ხარვეზები და არარსებული/გამორჩენილი კომპონენტები. დასკვნების საფუძველზე მონაცემთა მართვის ეფექტური პრაქტიკის მხარდასაჭერად ქვეყნისთვის სპეციფიკური რეკომენდაციები შემუშავდება. ეს მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს მონაცემთა მართვის გამოწვევების გადაჭრის საშუალებას ციფრულ სფეროში.
დამატებითი ინფორმაცია
გაიგეთ მეტი პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისების შესახებ ელ-სანდოობის კითხვა-პასუხის საშუალებით, რომელიც მოცემულია ჩვენს ონლაინ „განმარტებებში”.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.