მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ევროკავშირის შეფასება: ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შეფასების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები
თარიღი: აღმოსავლეთ პარტნიორობა eFTI
პროგრამის EU4Digital ანგარიშის „ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“ მიზანია აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის დონეზე ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) გაცვლის უახლესი პრაქტიკის და ამ პრაქტიკის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის შესაბამისობის, ან თუნდაც კრიტიკული მნიშვნელობის თაობაზე.
ეს ანგარიში მოიცავს მიმდინარე ინიციატივებს და პრაქტიკებს იმ ძირითად სფეროებში, რომლებიც მხარს უჭერს სატვირთო ინფორმაციის გაცვლას; ეს სფეროებია: ხელისუფლება, სამართლებრივი ჩარჩო, საერთაშორისო კონვენციები, პრაქტიკული განხორციელება, ტექნიკური საშუალებები და სტანდარტები. გარდა ამისა, ანგარიში ევროკავშირის ქვეყნებში eFTI-ის დანერგვის პრაქტიკულ მაგალითებს მოიცავს.
ეს ანგარიში, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებისთვის ლოგისტიკის სექტორში, ასევე იძლევა საბაზისო ინფორმაციას eFTI-ის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შეფასება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარმოადგენს ციფრული სატრანსპორტო დერეფნების აქტივობის ნაწილს პროგრამის EU4Digital II ფაზის ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს „განმარტებების“ ვებ-კონტენტს და იხილეთ ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის ელექტრონული ვაჭრობა“, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ონლაინ ბიბლიოთეკაში.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა