მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
5G კერძო ქსელების განვითარება: ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში
თარიღი: 5g ქსელის განვითარება
5G კერძო ქსელების განვითარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაკავშირებადობას, ინოვაციებს ამ სფეროში, უსაფრთხოებას და ზოგადად კომუნიკაციის ეფექტიანობას, რაც ხელს უწყობს მრეწველობის სხვადასხვა დარგის და ბიზნესის განვითარებას. პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ტელეკომის წესების მიმართულების ფარგლებში მოამზადეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ. ანგარიში შემდეგ თემებს მოიცავს:
- 5G კერძო ქსელების გამოყენების მაგალითები ბიზნესის პერსპექტივიდან;
- სხვადასხვა ტიპის 5G კერძო ქსელების შედარება;
- სიხშირეების განაწილება 5G კერძო ქსელებზე, განსხვავებული ევროპული შემთხვევების ანალიზი;
- 5G კერძო ქსელების სიხშირის სტანდარტიზაცია ევროკავშირის დონეზე.
ანგარიშის მთავარი მიზანია განიხილოს ბიზნესში გამოყენების მაგალითები
5G კერძო ქსელების განვითარების მიზნით, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სიხშირეების განაწილების საკითხებზე. ანგარიშის მიზანია:
- 5G ქსელების გამოყენების აღწერა სხვადასხვა სფეროში;
- აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებს, მათ ქსელის ოპერატორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის რეკომენდაციების გაწევა 5G კერძო ქსელების არსებული ტიპების და სიხშირის შესაძლო განაწილების შესახებ;
- სიხშირის განაწილების მაგალითების მოყვანა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ანგარიშის შედეგების და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაცემების საფუძველზე EU4Digital განსაზღვრავს ქვეყნისთვის სპეციფიკურ პრიორიტეტებს და ინიციატივებს, რომლებიც 5G კერძო ქსელების განვითარების მიზნით უნდა განხორციელდეს.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების აქტივობების შესახებ, იხილეთ ჩვენი „განმარტებების“ ვებ-კონტენტი და ჩვენი მოკლე ვიდეო „ეს არის ტელეკომის წესები“ ჩვენს „ბიბლიოთეკაში“.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები