მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად
თარიღი: 2023 წლის მარტი
პრეზენტაცია „მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად“ წარმოაჩენს EU4Digital აკადემიას – ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებისთვის. პროგრამის EU4Digital მიმართულების ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა ეს პრეზენტაცია 2023 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციების ფორუმზე გააკეთა.
პრეზენტაციაში სლაიდების საშუალებით აღწერილია, თუ როგორ დაეხმარება პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებს და როგორ გააძლიერებს ციფრულად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს; პრეზენტაცია ხაზს უსვამს პერსონიზირებული, ადგილობრივი კურსების მნიშვნელობას მშობლიურ ენებზე და ელ-კომერციის პრაქტიკულ უნარებზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, EU4Digital აკადემია სთავაზობს პარტნიორობის შესაძლებლობებს კონტენტის პროვაიდერებსა და მცირე და საშუალო საწარმოთა ქსელებს, რაც ქმნის ინკლუზიურ სასწავლო გარემოს.
EU4Digital აკადემია ციფრული უნარების თემატური სფეროს აქტივობების ნაწილია.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები