30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 70 ინოვაციური კლასტერის 85-მდე წარმომადგენელმა და კლასტერების მართვის ახალმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებამ შეკრიბა მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან სპეციალურ ტრენინგის ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობის ფარგლებში, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი-
08/11/2023
ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსში ცვლილებების შესახებ
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირის საბჭომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ პირობით, თუ ქვეყანა ღონისძიებების მთელ რიგს განახორციელებს. გარდა ამისა, ევროკომისიამ დაამტკიცა 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომელშიც პირველად იქნა შეფასებული ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი.
გაიგეთ მეტი -
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი -
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი -
23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი -
19/05/2023
ელ-სანდოობის ქსელის ღონისძიება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ელექტრონული საიდენტიფიკაციო და სანდოობის სერვისები განიხილეს
2023 წლის 3 მაისს ჩატარდა ელ-სანდოობის ქსელის ვირტუალური ღონისძიება, რომელზეც ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისების ბოლოდროინდელი განვითარება და ამ სფეროში დაგეგმილი საქმიანობა იქნა განხილული. პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებული ამ ღონისძიების ამოცანა იყო ელ-სანდოობის და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ სფეროში არსებული წარმატებების და სამომავლო გეგმების განსახილველად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის და უკრაინის წარმომადგენლებმა.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
2023-2024 წლებში ევროკავშირი ციფრულ ტრანსფორმაციაში 4.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, 2023-24 წლებში სამუშაო პროგრამის Horizon Europe საშუალებით 4.5 მლრდ ევროზე მეტი გამოიყოფა, რაც სამუშაო პროგრამის მთელი ბიუჯეტის 33%-ს აღემატება.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა
ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.
გაიგეთ მეტი -
08/11/2022
ინიციატივის EU4Digital მონაწილეები EU4Digital II ფაზის დაწყების წინ საკუთარ მიღწევებს და გეგმებს განიხილავენ
2022 წლის 25 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც პროგრამის EU4Digital II. ფაზის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა, EU4Digital პროექტების მიღწევები და გეგმები იქნა .განხილული.
გაიგეთ მეტი -
04/11/2022
ხუთი ძირითადი კითხვა, რომლებმაც განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია
გამძლეობა, კრიზისებზე რეაგირება და აღდგენა იყო 2022 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული პროგრამის EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ძირითადი საკითხები. ამ საკითხებში დაწვრილებით იქნა განხილული ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი -
24/10/2022
პროგრამის EU4Digital მეორე ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციით იწყება
პროგრამის EU4Digital მეორე ფაზის დაწყების აღსანიშნავად, ინიციატივა EU4Digital 2022 წლის 24 ოქტომბერს აწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ კონფერენციას, ხოლო 25 ოქტომბერს - პროგრამის EU4Digital II ფაზის გახსნას და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას.
გაიგეთ მეტი -
04/05/2022
EU4Digital – ე-ხელმოწერის გაფართოებული პროექტი დასრულებულია
EU4Digital – ე-ხელმოწერის გაფართოებული პროექტი დასრულებულია
გაიგეთ მეტი -
21/03/2022
პროგრამის EU4Digital ინფორმაცია სიტუაციის შესახებ უკრაინაში
პროგრამის EU4Digital ინფორმაცია სიტუაციის შესახებ უკრაინაში
გაიგეთ მეტი