2023-2024 წლებში ევროკავშირი ციფრულ ტრანსფორმაციაში 4.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
თარიღი: 24/01/23
ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, Horizon Europe სამუშაო პროგრამის საშუალებით 2023-2024 წლებში 4,5 მლრდ ევრო იქნება ხელმისაწვდომი. ეს თანხა, რომელიც სამუშაო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის (13.5 მლრდ ევრო) 33%-ს აღემატება, ხელს შეუწყობს ევროპაში მომუშავე მკვლევრებს და ნოვატორებს ინოვაციური გადაწყვეტების მოძიებაში ციფრული, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. სამუშაო პროგრამა ევროკომისიამ 2022 წლის 6 დეკემბერს დაამტკიცა.
ამ დაფინანსების დახმარებით ევროკავშირი ხელს შეუწყობს ძირითადი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და სტიმულს მისცემს მათ დანერგვას ჩვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, 2023 წელს სამუშაო პროგრამა მხარს დაუჭერს ფიზიკური და კიბერ-საფრთხეების საწინააღმდეგო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის უფრო ვრცელი, 95,5 მლრდ ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევის და ინოვაციის პროგრამის, Horizon Europe ფარგლებში, 2023-24 წლების სამუშაო პროგრამის დაფინანსება ასევე მოხმარდება მიზნობრივ საქმიანობას უკრაინის მხარდასაჭერად, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებას და COVID-19-ის პანდემიის შემდგომი მდგრადი აღდგენის ხელშეწყობას. ის დაეხმარება ევროკავშირს მიზნების მიღწევას კლიმატის ცვლილების სფეროში და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებას. გარდა ამისა, სამუშაო პროგრამა დაეხმარება ევროპული კვლევის და ინოვაციის ეკოსისტემის გაძლიერებას, რისთვისაც სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებული იქნება მკვლევრების და ნოვატორების უფრო აქტიური მონაწილეობა ევროპის მასშტაბით, მობილობის გაზრდა და საერთაშორისო კლასის კვლევითი ინფრასტრუქტურის დაფინანსება.
13,5 მლრდ ევროს ოდენობით კვლევის და ინოვაციის სფეროს დაფინანსება ევროპის მომავალში ჩადებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ის ხელს შეუწყობს მწვანე შეთანხმების ცხოვრებაში გატარებას, ევროპის ციფრული ტრანსფორმაციის განვითარებას და ევროპის უფრო სტაბილურ და კონკურენტუნარიან რეგიონად ქცევას.
მარგრეტ ვესტაგერი, ორგანიზაციის Europe Fit for the Digital Age აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
მიზნობრივი დახმარება უკრაინას
უკრაინას მიზნობრივი დახმარება გაეწევა იმ 70 მილიონ ევროზე დამატებით, რომელიც 2022 წელს განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს მოხმარდა. ახალი ღონისძიებები მოიცავს: ევროპის კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაუმჯობესებას უკრაინელი მეცნიერებისთვის, ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე უკრაინელი მეცნიერების მხარდაჭერას და უკრაინის რამდენიმე ქალაქის კლიმატისადმი ნეიტრალურ რეკონსტრუქციას ძალისხმევის EU Mission for Climate-Neutral and Smart Cities საშუალებით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.