საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი: ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება
თარიღი: 31/07/23
თბილისში ჩატარდა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში საქართველოს ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების 2023 პერსპექტივების განსახილველად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, ბიზნესის, საკონსულტაციო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც 2023 წლის 26 ივნისს გაიხსნა, ორგანიზებული იყო საქართველოს ICT კლასტერის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
ეს იყო ციფრული ტრანსფორმაციის მეორე ფორუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, ამ ღონისძიების მიზანია მონაწილე მხარეების ჩართვა ქვეყნის ციფრული დღის წესრიგის სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში, და საქართველოს პოზიციონირების უზრუნველყოფა გლობალურ ეკონომიკაში.
ფორუმი უზრუნველყოფს სადისკუსიო პლატფორმას საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების, გამოწვევების და შესაძლებლობების განსახილველად საჯარო და კერძო სექტორებში, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. გარდა ამისა, ღონისძიება მოიცავს პროფესიული პოტენციალის შექმნის აქტივობებს, რომელთა მიზანია დარგობრივი კვალიფიკაციის ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ღონისძიებაში მონაწილეობდა 300-მდე ადამიანი, გაცილებით მეტი წინა ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით, რაც იყო ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს ICT კლასტერის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგი.
„ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას იმ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომელიც მოაქვს ციფრულ ტექნოლოგიებს,“ განაცხადა ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. „ის შესაძლებლობას გვაძლევს ავითვისოთ ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალი და უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა“.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეკოსისტემა უნდა იყოს ღია, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და იდეების გაცვლას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია რეგიონებში ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე მეტი აქცენტის გადატანა. ამ გზით, უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეგისტრაცია, ბიზნესთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურება, ელექტრონული საგადასახადო პროცედურები და სხვ.
„ჩვენ ვქმნით გარემოს მომავლის სტარტაპებისთვის და ვამზადებთ ინდივიდებს იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც აუცილებელია გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე ციფრულ ეპოქაში“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსსაგრანტო პროგრამების შედეგად დაფინანსებულმა 250-მდე სტარტაპმა უკვე მოიზიდა 300 მილიონზე მეტი კერძო ინვესტიცია.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.