5G აუქციონები საქართველოში: შესაძლებლობები ოპერატორებისთვის 28 ივლისს დაიხურება
თარიღი: 31/07/23
ტელეკომის ოპერატორებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება აუქციონში, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ჩატარდება საქართველოში მე-5 თაობის (5G) ინტერნეტ-ტექნოლოგიის დასანერგად.კომუნიკაციების კომისიამ, რომლიც ქვეყანაში სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოა, აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით (GMT+4).
5G – ეს არის ახალი თაობის უმავთულო ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და შეამცირებს დაყოვნების პერიოდს. მისი დანერგვა საქართველოში, სავარაუდოდ, დაეხმარება ჯანდაცვის, განათლების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სექტორებს, და ამასთანავე ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის 24 ლოტი დაამტკიცა 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცი სიხშირის ზოლების გასაცემად. გარდა ამისა, დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცი სიხშირის ზოლების გაცემა. ლიცენზიის მაძიებელთა განაცხადების მიღება აუქციონში მონაწილეობისთვის 12 ივლისს დაიწყო.
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულები იქნებიან მომავალი 3-7 წლის განმავლობაში 5G ქსელით თანდათანობით მოიცვან საქართველოს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიები, ტურისტული სივრცეები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზები და მთავარი საგზაო მაგისტრალები. აუქციონი ჩატარდება 12:00-ზე (GMT+4) შემდეგ რიცხვებში:
14 აგვისტო — ლოტები #1–4;
16 აგვისტო — ლოტები #5–10;
18 აგვისტო — ლოტები #11–21;
21 აგვისტო — ლოტები #22–24.
ევროპულ ნორმებთან შესაბამისობა
საქართველოში 5G ქსელების დანერგვისას ოპერატორები იხელმძღვანელებენ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
2020 წელს COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ გაუმჯობესებული წვდომა 5G-სთვის აუცილებელი რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენებაზე, და ლიცენზიების და ფინანსური პრივილეგიების დროულ გაცემაზე. კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა კომისიის რეკომენდაციები და შეიმუშავა შესწორება, რომელიც იძლევა ფასდაკლებების საშუალებას რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენებაზე მის გასაზრდელად 5%-20%-დან 80%-მდე.
საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული საქმიანობა კომუნიკაციების კომისიამ 2020 წელს დაიწყო. საჭირო პარამეტრების და პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ევროკომისიის გადაწყვეტილებები და პარტნიორი ევროპელი მარეგულირებლების გამოცდილება. სამუშაო ჩატარდა კომპანიის EY ექსპერტებთან ერთად პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულების ფარგლებში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.