ელექტრონული მმართველობის აკადემია: კიბერუსაფრთხოების ტრენინგი საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალისტებსისთვის
თარიღი: 01/04/24
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალისტები ამჟამად გადიან კიბერუსაფრთხოების ტრენინგს, რომელსაც ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) ატარებს. ტრენინგი, რომელიცევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ღონისძიებების ფარგლებში ტარდება, 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
მეცადინეობები მოიცავს ოპერაციული სისტემების, firewall ტექნოლოგიების და ქსელის ადმინისტრირების ჩაღრმავებულ კურსებს და უსაფრთხოების პოლიტიკის მართვის უნარების განვითარებას. დამატებითი თემები მოიცავს: ინციდენტებზე რეაგირების სტრატეგიებს, საფრთხეების ანალიზს, უსაფრთხო ქსელის არქიტექტურას და კიბერუსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიების მიმოხილვას.
ტრენინგები მიზნად ისახავს მიაწოდოს ქართველ თავდაცვის ექსპერტებს პრაქტიკული, უახლესი ცოდნა, რომელიც თანამედროვე კიბერსაფრთხეებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად არის საჭირო.
მერლ მეგრი, პროექტის ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელი ელექტრონული მმართველობის აკადემიაში (eGA).
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ და ელექტრონული მმართველობის აკადემიამ (eGA) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის დახმარების ღონისძიების ფარგლებში („დახმარების ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად – კიბერკომპონენტი“), რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოების პოტენციალის და მდგრადობის გაუმჯობესებას. ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) 3.2 მილიონი ევროს მოცულობის კიბერ-თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის კონკრეტული დანიშნულებაა გაზარდოს საქართველოში კიბერთავდასხმების აღმოჩენის და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალი.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.