Home / Stay Informed /
როგორ ჩაატარებს პროგრამა EU4Digital ტრენინგს ციფრულ უნარებში მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?
Date: 06/04/20
პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს ფარგლებში შემუშავდა კონცეფცია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჰაბის (EdTech Hub) პროგრამის შესაქმნელად, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ონლაინ სასწავლო პლატფორმის საშუალებით ციფრული კომპეტენციებს და უნარებს გააუმჯობესებს. EdTech გადაწყვეტების საფუძველზე შექმნილი ეს ციფრული პლატფორმა წარმოადგენს ევროკავშირის ვალდებულების ნაწილს, რომელიც 500 000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონი მოქალაქის ციფრულ გაძლიერებას გულისხმობს. ეს კონცეფცია ითვალისწინებს წვდომას მაღალი ხარისხის კონტენტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მშობლიურ ენაზე, და მისი ძირითადი თემატიკაა ელ-კომერცია ევროკავშირში, ციფრული მარკეტინგი და ბიზნესის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა. სასწავლო კონტენტს ონლაინ პლატფორმას უფასოდ აწოდებენ როგორც ადგილობრივი სასწავლო კონტენტის პროვაიდერები, ისე აღიარებული პროვაიდერები ევროკავშირიდან და მსოფლიოს ქვეყნებიდან. EdTech Hub პროგრამის ზოგადი მიზანი და დანიშნულებაა მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ციფრულ ეკონომიკაში, და მოქალაქეთა ციფრული უნარების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- ელექტრონული უნარები