-
22/11/2023
ეს არის ციფრული უნარები
ჩვენ ვიცით, რომ ციფრული უნარების განვითარება სტიმულს აძლევს საზოგადოებების ციფრულ ტრანსფორმაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად ხელმისაწვდომი სასწავლო შესაძლებლობების შექმნაში ნებისმიერი ასაკის და შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, პროგრამის EU4Digital ელ-უნარების თემატური სფერო მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ეს 50-წამიანი ვიდეორგოლი განმარტავს, თუ როგორ ხდება ეს.
გაიგეთ მეტი -
26/09/2023
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში: კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ხელშეწყობა
პროგრამის EU4Digital ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ შეიმუშავეს პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. მოხსენება შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც აშუქებს ევროკავშირის ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელშეწყობის საგზაო რუკას. ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იმგვარად, რომ მათ შეძლონ ამ გამოცდილების გამოყენება.
გაიგეთ მეტი -
13/09/2023
ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვა 5G-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: ევროკავშირის ანგარიში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
პროგრამის EU4Digital-ის ანგარიში ევროკავშირში 5G ქსელის უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის შესახებ განსაზღვრავს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიის და რისკის ძირითად სფეროებს, ხელს უწყობს კოორდინირებულ მიდგომას და იძლევა რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათი ქსელის ოპერატორებისა და სხვა მონაწილე მხარეებისთვის.
გაიგეთ მეტი -
06/09/2023
ევროკავშირის ელ-კომერციის საბაზო მდგომარეობის ანალიზი საკანონმდებლო, სტანდარტების და ეკოსისტემის სფეროებში
ამ ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის მდგომარეობა ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა და ნორმები. განსაზღვრულია ევროკავშირის საბაზისო მაჩვენებლები, როგორც ორიენტირი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ევროკავშირის საბაზისო მდგომარეობა 99-გვერდიანი მოხსენების იმ თავებშია წარმოდგენილი, რომლებიც აანალიზებს სამ ძირითად სფეროს - საკანონმდებლო ბაზას, სტანდარტებს და ელ-კომერციის ეკოსისტემას.
გაიგეთ მეტი -
05/09/2023
პროგრამის EU4Digital II ფაზა – საჯარო ექვსთვიანი ანგარიში #1
ეს ანგარიში ასახავს პროგრამის EU4Digital II ფაზის პირველი საანგარიშო პერიოდის საქმიანობას: 2022 წლის ივნისი - 2022 წლის დეკემბერი. ამ ანგარიშში შეჯამებულია ექვსი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგები აღნიშნულ პერიოდში, და წარმოდგენილია იმ საქმიანობის მიზნები და ამოცანები, რომლებიც შემდეგ საანგარიშო პერიოდში დაიწყება. გარდა ამისა, განხილულია პოლიტიკის მთავარი ასპექტები.
გაიგეთ მეტი -
01/07/2023
EU4Business – პოლიტიკიდან სამოქმედო ფაზამდე 2: ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში (ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საქმიანობის მიმოხილვა)
2023 წლის ICT ინოვაციის ფორუმის ეს მიმოხილვა ეხება OECD-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული გარდაქმნის პოლიტიკის სფეროში.
გაიგეთ მეტი -
01/07/2023
ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
2023 წლის ICT ინოვაციების ფორუმზე გაკეთებულ პრეზენტაციაში დემონსტრირებულია მსოფლიო ბანკის შედეგები, მიღებული მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევებიდან „ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიების დონეზე“ (FAT).
გაიგეთ მეტი -
01/07/2023
მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად
„მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად“ წარმოაჩენს სასწავლო პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებისთვის.
გაიგეთ მეტი -
19/01/2022
ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტის გაფართოების ტექნიკური მემორანდუმი
პროგრამის EU4Digital ტექნიკური მემორანდუმი აღწერს ე-ხელმოწერის საპილოტე აქტივობებს, ოპერაციული თავსებადობის სხვადასხვა დონეებს და ე-ხელმოწერის ზოგად ფორმატს.
გაიგეთ მეტი