მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვა 5G-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: ევროკავშირის ანგარიში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
თარიღი: 2023 წლის ივნისი
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ეს ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და 5G-ს უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის შესახებ შეიმუშავეს ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. ანგარიშში განსაზღვრულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა ორ ძირითად საკითხში:
- სტრატეგიული და ტექნიკური ღონისძიებები 5G ქსელების რისკის შესამცირებლად;
- ევროკავშირის მიდგომა მაღალი რისკის მომწოდებლების განსაზღვრის მიმართ.
ამ ანგარიშის მთავარი ამოცანაა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს 5G უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის შემუშავების პროცესში. ამ ანგარიშის მიზანია:
- კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომის ხელშეწყობა 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- რეკომენდაციების გაცემა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, მათი ქსელის ოპერატორების და სხვა მონაწილე მხარეებისთვის 5G ქსელების უსაფრთხოების რისკების და პოტენციური მოწყვლადობის საკითხებზე;
- საუკეთესო პრაქტიკის და შემცირების ღონისძიებების გაზიარება ამ რისკებზე რეაგირების მიზნით.
ამ ანგარიშის შედეგების საფუძველზე მომზადდება ქვეყნებისთვის სპეციფიკური ინიციატივები იმ მიზნით, რომ 5G ქსელების უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტი დაინერგოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები