მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში: კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ხელშეწყობა
თარიღი: 2023 წლის მაისი
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ შეიმუშავეს პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში.
მოხსენება შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც აშუქებს ევროკავშირის ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელშეწყობის საგზაო რუკას:
- ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტების – „ციფრული ათწლეულის“ და „ციფრული კომპასის“ პროგრამის მიმოხილვა;
- ევროკავშირის საკანონმდებლო დოკუმენტების განხილვა ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელშეწყობის შესახებ – ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული კოდექსი (EECC) და ფართოზოლოვანი ქსელის ფასების შემცირების დირექტივა (BCRD);
- ინსტრუმენტების ანალიზი, რომლებიც ხელს უწყობს ფართოზოლოვანი ქსელის გავრცელების პოლიტიკის;
- ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების ანალიზი ფართოზოლოვანი ქსელის ხელშეწყობის პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოდან – გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, რუმინეთი და პორტუგალია.
ანგარიში მომზადდა კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ანგარიშის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ ამ გამოცდილების გამოყენებას შემდეგ შემთხვევებში:
- ფართოზოლოვანი ქსელის არსებული საწყისი მდგომარეობის დადგენა და ბაზრის განვითარების მონიტორინგი;
- ფართოზოლოვანი კავშირის პოლიტიკის დამტკიცება და განხორციელება.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები