-
22/03/2024
5G კერძო ქსელების განვითარება: ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ მომზადდა პროგრამის EU4Digital ექსპერტების მიერ ტელეკომის წესების მიმართულების ფარგლებში. ანგარიშის მთავარი მიზანია ბიზნესში გამოყენების შემთხვევების განხილვა 5G კერძო ქსელების განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სიხშირეების განაწილების საკითხებზე.
გაიგეთ მეტი -
08/02/2024
პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ანგარიში „პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ წარმოადგენს სტრატეგიულ სამუშაო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) გამოყენებისთვის, რომელიც შემუშავდა პროგრამის EU4Digital „DESI-ს აქსელერატორის“ საქმიანობის ფარგლებში.
გაიგეთ მეტი -
22/01/2024
პროგრამის EU4Digital II ფაზა – ნახევარი წლის საჯარო ანგარიში #2
ეს ანგარიში ასახავს პროგრამის EU4Digital II ფაზის მეორე საანგარიშო პერიოდის საქმიანობას: 2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივნისი. ანგარიშში შეჯამებულია ექვსი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გარდა ამისა, წარმოდგენილია იმ საქმიანობის მიზნები და ამოცანები, რომლებიც მომდევნო საანგარიშო პერიოდებში დაიწყება. ანგარიშში ასევე განხილულია ძირითადი პოლიტიკური ასპექტები.
გაიგეთ მეტი -
08/12/2023
სტარტაპის ეკოსისტემის კარტირება და დიაგნოსტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მაღალმწარმოებლური ინკუბაციის კონცეფცია, ეკოსისტემის სიმწიფის ანლიზი, რეკომენდაციები
This 2023 report defines the concept of high-performing start-ups incubation and presents an analysis of the existing innovation ecosystem actors in the Eastern Partnership. It details the methodology, aims and results of a study conducted in the EU4Digital ICT Innovation thematic area and provides recommendations for action steps and priorities to raise the performance of the ecosystem in the Eastern Partner countries.
გაიგეთ მეტი -
22/11/2023
ეს არის ელ-ჯანმრთელობა
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის, სიზუსტის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად მათი ელ-ჯანმრთელობის სერვისების ურთიერთდაკავშირებაში ამ ქვეყნების საზღვრებს გარეთ, პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული ჯანდაცვის ჰარმონიზაციას რეგიონში. ამ 59-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ უწყობს ხელს ამ მიზნებს პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის სფეროს აქტივობები.
გაიგეთ მეტი -
22/11/2023
ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები
ნებისმიერი ბიზნესი წარმატებულ ინოვაციის ეკოსისტემაზეა დამოკიდებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეყრდნობიან პროგრამას EU4Digital, რათა დაეხმარონ საკუთარი ეკოსისტემის წახალისებას სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის. ამ 50-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ რა წვლილი შეაქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს სხვადასხვა აქტივობას ამ მხარდაჭერაში.
გაიგეთ მეტი -
22/11/2023
ეს არის ელ-სანდოობა
ციფრულ ეპოქაში ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისები უნდა გავრცელდეს როგორც ქვეყნის საზღვრებში, ისე ეროვნულ საზღვრებს გარეთ. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიზანს, რომელიც ციფრულ სერვისებზე ტრანსსასაზღვრო წვდომის უნიფიკაციას გულისხმობს. ამ 61-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ ახორციელებს ამ მხარდაჭერას პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის თემატური სფერო.
გაიგეთ მეტი -
22/11/2023
ეს არის ელ-ვაჭრობა
როგორ შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წაახალისონ ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებთან და ამავე დროს გახადონ ის უფრო მარტივი და უფრო უსაფრთხო? ამ მიზნის მიღწევას ეხმარება პროგრამის EU4Digital საქმიანობა ელ-კომერციის ეკოსისტემის, კანონმდებლობის, სტანდარტების და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზების მიმართულებით. ამ 58-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ ეხმარება პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს საქმიანობა კონკურენტუნარიანობის და ციფრულ ეკონომიკის გაუმჯობესებას.
გაიგეთ მეტი -
22/11/2023
ეს არის ტელეკომის წესები
მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ხელმისაწვდომი დაკავშირებადობა სჭირდებათ. პროგრამის Eu4Digital ტელეკომის წესების თემატური სფერო ხელს უწყობს ამ მიზანს რიგი აქტივობებით, რომელთა დახმარებით საბოლოოდ უფრო იაფი, უფრო სწრაფი და დაცული ციფრული კავშირი ხელმისაწვდომი ხდება ადამიანების მუდმივად მზარდი რაოდენობისთვის. ეს 49-წამიანი ვიდეორგოლი განმარტავს, თუ როგორ ხდება ეს.
გაიგეთ მეტი