მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თარიღი: 2024 წლის თებერვალი
ანგარიში „პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ წარმოადგენს სტრატეგიულ სამუშაო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) გამოყენებისთვის, რომელიც შემუშავდა პროგრამის EU4Digital „DESI-ს აქსელერატორის“ საქმიანობის ფარგლებში.
ამ ანგარიშის ძირითადი ამოცანებია მონაცემთა შეკრების არსებული და სამომავლო პრაქტიკის ხარვეზების ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და საოპერაციო რეკომენდაციების შემუშავება რეგიონული და ეროვნული დონის ღონისძიებებისთვის DESI-ს ინდიკატორების სრული ნაკრების დასანერგად ევროკავშირის მეთოდოლოგიების საფუძველზე.
ეს ანგარიში, რომელიც მონაცემთა შეკრების უწყებათა წარმომადგენლებისთვის არის გამიზნული, მიმოიხილავს DESI-ს განვითარების მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
DESI-აქსელერატორი პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს აქტივობების ნაწილს წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ახალი „განმარტებების“ ვებ-კონტენტი და ჩვენი ახლად გამოქვეყნებული მოკლე ვიდეორგოლი „ეს არის ციფრული უნარები“, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს „ბიბლიოთეკაში“.
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები