ევროკავშირის რომელ ინიციატივებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს? რა სახის პროგრამებზეა საუბარი?

  • თარიღი: 22/04/20
  • გააზიარეთ:

წახალისებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც ევროკომისია ახორციელებს.  ამ პროგრამას აქვს ურთიერთობის რამდენიმე დონე, კერძოდ, საინფორმაციო სტატიები ე-ჯანმრთელობის ინოვაციის საკითხებზე, ღონისძიებებზე დასწრება და უფრო აქტიური როლები, მაგ. მონაწილეობა სამოქმედო ჯგუფის და საცნობარო საიტის პროგრამებში.

ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების (EIP on AHA) ინიციატივაში მონაწილეობა ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას და კავშირების დამყარებას, რაც ნიშნავს, რომ მაგ. საცნობარო საიტის პროგრამის წევრმა შეიძლება შეიტყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არსებული გადაწყვეტის შესახებ და პროგრამის საშუალებით შეიტანოს განაცხადი ამ გადაწყვეტის დასანერგად საკუთარ რეგიონში, და პირიქით.

ვინაიდან არსებობს მონაწილეობის რამდენიმე დონე, მონაწილეობის გზის პოვნა ნებისმიერს შეუძლია – როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, კერძო კომპანიებს, კვლევით დაწესებულებებს და სოციალურ ორგანიზაციებს.


ბარათები

იხილეთ ყველა