პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელი: ცოდნის გაზიარება სტრატეგიის დასახვის საკითხებზე
თარიღი: 18/05/23
2023 წლის 27 აპრილს პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის მიმართულებამ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიის და სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირების საკითხებზე. ეს იყო პირველი ვირტუალური შეხვედრა მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებების ციკლიდან, რომელიც ქმნის მრავალმნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველს ელ-ჯანმრთელობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების ძირითადი საკითხები წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი მონაწილე ქვეყნიდან პრეზენტაციების სახით, რომლებშიც განხილული იყო ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, პრიორიტეტები და გამოწვევები ელ-ჯანმრთელობის სფეროში.
საქართველოში ძირითადი აქცენტი გაკეთდა სისტემების კონსოლიდაციაზე იმისათვის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სამუშაოდ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა მონაცემებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემთა დაუბრკოლებელი გაცვლა, მონაცემთა შეყვანის ერთი პუნქტი და მონაცემთა ხარისხი. მთავარი გამოწვევებია უაღრესად ფრაგმენტირებული ჯანდაცვის სექტორი და მონაცემთა სტანდარტიზაციის არარსებობა.
აზერბაიჯანის ამოცანაა მისი ცენტრალიზებული პაციენტის ელექტრონული ბარათების და ცენტრალური ეკოსისტემის შემდგომი განვითარება. მეორე პრიორიტეტი და იმავდროულად გამოწვევაა ელ-ჯანმრთელობის მობილური აპლიკაციის უწყვეტი განვითარება.
უკრაინამ ხაზი გაუსვა მისი ელ-ჯანმრთელობის სისტემის სტაბილურობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტია უწყვეტი ელ-ჯანმრთელობის სერვისების და ტექნოლოგიების განვითარების უზრუნველყოფა ომის და ლტოლვილების საჭიროებების პასუხად. მთავარი გამოწვევებია მათი მრავალრიცხოვანი ინიციატივების მართვა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოვლა/შენარჩუნება. გარდა ამისა, უკრაინას სურს მის ეროვნულ საკონტაქტო პირთან დაკავშირება პროგრამით MyHealth@EU, პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი სერვისის და ელ-დანიშნულების განვითარების მიზნით.
სომხეთმა თავის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა ჯანდაცვის სერვისებზე გაუმჯობესებული წვდომა ტელემედიცინის საშუალებით, და პაციენტის პორტალის და მობილური აპლიკაციის შექმნა. მიმდინარე გამოწვევები მოიცავს არსებული სისტემების გართულებულ ინტეგრაციას, ტექნოლოგიების ნაკლებობას სოფლად და მთელი ჯანდაცვის სისტემის რეზისტენტობას მართვის ახალი მექანიზმების მიმართ.
მოლდოვა უახლოეს მომავალში იწყებს ახალ ელ-ჯანმრთელობის პროგრამას, რომელიც მომდევნო რამდენიმე წელიწადს მოიცავს.
ღონისძიებაზე ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების დასახვის სფეროში. სიტყვით გამოვიდა პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ექსპერტი, ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ISCTE) ასოცირებული პროფესორი, ექიმი, PhD ჰენრიკ მარტინსი. თავის პრეზენტაციაში მან ხაზი გაუსვა ელ-ჯანმრთელობის კონცეფციის კომპლექსურობის მნიშვნელობას, საშუალო დონის მენეჯმენტის ჩართულობას და ყურადღებას ქვე-სტრატეგიების მიმართ, და აღნიშნა, რომ ეს არის ძირითადი დასკვნები ეროვნული ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების დასახვის კუთხით. შემდეგი გამომსვლელი იყო კაროლ რუა, ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (SANTE) პოლიტიკის სპეციალისტი. მან წარმოადგინა MyHealth@EU – ევროკავშირში მოქმედი ელექტრონული სახელმწიფოთაშორისი ჯანდაცვის სერვისი. გარდა ამისა, მან განიხილა ელ-სერვისებთან დაკავშირებული მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი პროექტები და საპილოტე პროექტები, და მონაწილეებს ევროპული ჯანმრთელობის მონაცემთა სივრცე (EHDS) გააცნო.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროგრამის EU4Digital გუნდმა ისაუბრა ელ-ჯანმრთელობის მომავალი სესიის შესახებ იდეების მოსაფიქრებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სახელმწიფოთაშორისი საპილოტე პროექტების განხორციელების მიზნით. მთავარი საკითხი, რომელიც განიხილეს სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის პილოტირებასთან დაკავშირებით, იყო პაციენტის შეჯამებული ინფორმაცია და ელ-დანიშნულების სერვისები; ამავე დროს ყურადღება ძირითადად გამახვილდა პრაქტიკულ ასპექტებზე ადამიანების საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს. წარმოდგენილი იქნა ექსპრეს-ლაბორატორიის ორი განსხვავებული მოდელის კონცეფცია, რომელთა ფარგლებში უცხო ქვეყნის ტურისტებს შეუძლიათ ჩაიტარონ სწრაფი სისხლის ტესტები. ამ ტესტების ინტერპრეტაცია მოხდება ან ადგილობრივად, ან ტურისტის მშობლიურ ქვეყანაში მყოფი ექიმის მიერ სახელმწიფოთაშორისი ტელემედიცინის სერვისების დახმარებით. ამის შემდეგ შესაბამისი ელ-დანიშნულება გაიცემა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გუნდები გააგრძელებენ იდეების გენერირებას სახელმწიფოთაშორისი საპილოტე იდეების სესიის მომზადების ფარგლებში, რომელიც ივნისში ჩატარდება.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.