
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
საქართველოს მარეგულირებელი სისტემის ხარვეზების შეფასება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
თარიღი: 30 ოქტომბერი 2020
ანგარიში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRAs) მმართველობასთან დაკავშირებული ხარვეზების, ასევე ამ ორგანოების უფლებების და ვალდებულებების შეფასების შესახებ მოამზადა პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელთან (EaPeReg) ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ანგარიშს საფუძვლად დაედო ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
ანგარიშის მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასება საკანონმდებლო ხარვეზების კუთხით; ამისათვის სამიზნე ინდიკატორად გამოყენებულია ევროკავშირის (EU) 2002/2009 ელექტრონული კომუნიკაციების სარეგულაციო ჩარჩო. ანგარიშის ფარგლებში გამოკვლევები ჩატარდა და დასკვნები გაკეთდა საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის (GNCC) ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომლებიც ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) წევრები არიან. გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით ევროკავშირის შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შესაბამისად.
- საქართველო
- ტელეკომის წესები
