ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს ელ-ჯანმრთელობას, როგორც „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ჯანმრთელობისთვის“. ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლოეს მომავალში ტექნოლოგია ნამდვილად არ ჩაანაცვლებს, მაგრამ ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგიებს მრავალი გზით შეუძლია დახმარება:
- პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია მცოდნე და გაძლიერებული პაციენტები.
- ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ საკუთარი ყურადღება ძირითადად მიმართონ პაციენტზე, და არა ფორმების შევსებაზე.
- პაციენტები იღებენ ხარისხიან დახმარებას, რადგან ციფრული ინფორმაციის შექმნა, შენახვა და გაზიარება თავიდან გვაცილებს კლინიკური პროცედურების დუპლიკაციას.
- ონლაინ რეგისტრაციის გამო პაციენტების მოცდის დროები მცირდება.
- ელ-რეცეპტის სერვისების გამოყენებით ფარმაცევტებს შეუძლიათ მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული დოკუმენტაციის ტვირთი.
- ჯანმრთელობის მონაცემთა ანალიზი ხელს უწყობს ინოვაციას.
- ეხმარება დაავადებათა პრევენციას.
ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია (EHR) – ეს არის ძირითადი ელემენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციის შეკრების საშუალებას მზრუნველობის ღონისძიებების შესახებ და ჯანდაცვის სხვადასხვა პროვაიდერებისგან. ამის შედეგია ერთი, სრულყოფილი ჯანმრთელობის ელექტრონული ბარათი თითოეულ ინდივიდზე, რაც გამჭვირვალედ გზით ამარტივებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სხვადასხვა ორგანიზაციებს და პრაქტიკოსებს შორის. ელ-ჯანმრთელობის მიზანია უზრუნველყოს უსაფრთხო წვდომა ინფორმაციაზე პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამის დროს და შესაბამის ადგილზე, და ამგვარად უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობა საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
ევროკავშირის წინაშე დგას ჯანმრთელობის მრავალი ზოგადი ანალოგიური პრობლემა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც არსებობს, მაგ., მოსახლეობის დაბერება, და რომლებიც ანალოგიურად მოითხოვს ჯანდაცვის სერვისების ოპტიმიზაციას და მოდერნიზაციას.
ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ერთიანი ციფრული ბაზარი, როგორც მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი, და ციფრული ჯანდაცვის სერვისები ამ სტრატეგიის ნაწილია. ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა კანონმდებლობა სამედიცინო აღჭურვილობის, ჯანმრთელობის მონაცემთა დაცვის და გაზიარების, ციფრული იდენტიფიკაციის და მონაცემთა მეორადი გამოყენების შესახებ, რაც ქმნის შესანიშნავ გარემოს ევროკავშირის ელ-ჯანმრთელობის სერვისებისთვის. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ სწრაფად დაამტკიცა ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიები, რის შედეგი იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ელ-ჯანმრთელობის სერვისების დაჩქარებული და კარგად კოორდინირებული განვითარება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა კი წინსვლა უამრავი ცალკეული, ნაკლებად ჰარმონიზებული პროექტის საშუალებით გააგრძელეს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა განახორციელა ინიციატივა myHealth@EU. ეს უზრუნველყოფს ელ-რეცეპტის და პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ჯანმრთელობის სერვისებს ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის, და უახლოეს მომავალში ელ-ჯანმრთელობის უფრო მეტი სერვისის დანერგვას. ევროკავშირში თანამედროვე ტენდენცია მიმართულია ჯანმრთელობის მონაცემთა გახსნისკენ მეორადი გამოყენებისთვის, და ამგვარად მზადდება ელ-ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა ხელოვნური ინტელექტის, გენომის მონაცემთა ანალიზის და პერსონიზირებული მედიცინისთვის. ევროკავშირის დონეზე ეს ინიციატივის HealthData@EU საშუალებით მიიღწევა.
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის თემატური სფერო აფასებს ჯანმრთელობის მონაცემთა მართვის მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ქმნის სახელმძღვანელო რეკომენდაციებს იმისათვის, რომ ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის და მართვის პოტენციალი ჰარმონიზებული იყოს როგორც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეალობასთან. იდეალურ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები შეესაბამება იგივე ნორმებს და ის ოპერაციულად თავსებადია სხვადასხვა ორგანიზაციების, მონაწილე მხარეების და თუნდაც სხვადასხვა ქვეყნების საქმიანობასთან. ამ ოპერაციული თავსებადობის შედეგია პაციენტების სამედიცინო მომსახურეების გაუმჯობესება მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ისინი.
პროგრამის EU4Digital საქმიანობის მეორე ასპექტია ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მონაწილე მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებას აძლევს. ეს არის სპეციალური სივრცე, სადაც ექსპერტებს შეუძლიათ სისტემაში შესვლა თანამშრომლობის მიზნით და კომუნიკაცია ელ-ჯანმრთელობის შემდგომი განვითარებისთვის.
გარდა ამისა, პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობას ევროკავშირის ინიციატივებში ინოვაციის მხარდაჭერის და ახალი გადაწყვეტების დამტკიცების მიზნით; ეს გადაწყვეტებია დისტანციური სამედიცინო საკონსულტაციო სერვისები, მონაცემთა ანალიზი დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად, ჭკვიანი საშინაო ტექნოლოგიები და სოციალური და აქტივობის პროგრამები. პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობას ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA). ეს არის იმ არაერთი სათანადო პრაქტიკის საცავი, რომლებიც ინერგება ევროპის ქვეყნებში ზემოთ აღნიშნული მრავალი გამოწვევის მიუხედავად.
ოპერაციული თავსებადობა არის განსხვავებული სისტემების, ორგანიზაციების ან ქვეყნების მიერ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლის და მისი გააზრებულად გამოყენების უნარი. ამისათვის მონაწილეებმა სწორად უნდა მოახდინონ გაზიარებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია, რაც ნიშნავს ელ-ჯანმრთელობის სერვისისთვის ერთი და იგივე სტანდარტების და პროცესების გამოყენებას.
ოპერაციული თავსებადობა ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სექტორში, ვინაიდან ეს არის ჰეტეროგენური და კომპლექსური კონცეფცია, მოიცავს სხვადასხვა მონაწილეებს, მათ შორის პროვაიდერებს და პაციენტებს, რომლებიც შესაძლოა რეგისტრირებულები იყვნენ და ახორციელებდნენ ვიზიტებს არაერთ ჯანდაცვის დაწესებულებაში. გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემები ხშირად ერთმანეთთან ცუდად ინტეგრირებული კერძო და სახელმწიფო სერვისების სპეციფიკური ნარევისგან შედგება.
ჯანდაცვის პროვაიდერმა შესაძლოა შესთავაზოს მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის სერვისი, და ამდენად, მართოს პაციენტების ქვეჯგუფი და მათი ინფორმაცია. ეს მოითხოვს კარგად განვითარებულ ოპერაციული თავსებადობას დაწესებულებებს შორის, რათა მოხდეს პაციენტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაზიარება.
საერთაშორისო თანამშრომლობა ჯანდაცვის საკითხებზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ხშირად ბრკოლდება ელ-ჯანმრთელობაში გამოყენებულ ლექსიკონში არსებული განსხვავებების გამო. ამის შედეგია ერთი და იგივე კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციები, რაც ხელს უშლის ეფექტურ თანამშრომლობას სახელმწიფოებს შორის. არასათანადო ოპერაციული თავსებადობა იწვევს მრავალგვარ პრობლემას, რომლებსაც მოქალაქეები აწყდებიან, როდესაც მათ სურთ ჯანდაცვის სერვისების მიღება სხვა დაწესებულებაში ან სხვა ქვეყანაში. ოპერაციული თავსებადობის გაუმჯობესებამ შესაძლოა ეფექტიანად გააუმჯობესოს ჯანდაცვის სერვისები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას და კმაყოფილებას გააუმჯობესებს.
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის თემატური სფეროს ფარგლებში შეიქმნა ელ-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა – სპეციალიზებული კერძო არხი, რომელზეც შეუძლიათ შესვლა ელ-ჯანმრთელობის ექსპერტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და საკუთარი წვლილის შეტანა რეგიონულ თანამშრომლობაში. ის ეხმარება პროფესიონალებს დანერგონ ელ-ჯამრთელობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციები, ხოლო სამომავლოდ – სერვისები. ეს პლატფორმა ხელს უწყობს საერთაშორისო ელ-ჯანმრთელობის განვითარებას და ინიციატივების ჰარმონიზაციას რეგიონში.
პლატფორმის კონტენტის დიაპაზონი მრავალფეროვანია, დაწყებული კალენდრით და შეხვედრების მართვის ინსტრუმენტებით, და დამთავრებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების პროექტებით და მათი განხორციელების გეგმებით. პორტალი მომხმარებელს სთავაზობს „ქლაუდ“ ინფორმაციის საცავს და თანამშრომლობის ინსტრუმენტებს, ასევე არაკოდირებული გვერდების შექმნას ცალკეულ სფეროებში, სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამოყენების მიზნით. პლატფორმა ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას ექსპერტებს შორის, როდესაც ისინი საკუთარ ქვეყნებში ინიციატივებს ნერგავენ. ეს იძლევა რეფორმების დაჩქარების და ოპტიმიზაციის საშუალებას რეგიონში საქმიანობის საუკეთესო მაჩვენებლების მაგალითების დემონსტრირებით, და პარტნიორების მხარდაჭერით შეცდომების/საფრთხეების პრევენციაში მეზობელ ქვეყნებში არსებული გამოცდილების საფუძველზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სთავაზობენ მონაწილეობას ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე (EIP on AHA), რომელსაც ევროკომისია ახორციელებს. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია სხვადასხვა დონის თანამშრომლობა, მაგ., საინფორმაციო სტატიები ელ-ჯანმრთელობაში არსებული ინოვაციების შესახებ, ღონისძიებებში მონაწილეობა; გარდა ამისა, გათვალისწინებულია უფრო პროაქტიური როლები, მაგ., მონაწილეობა სამოქმედო ჯგუფის და საცნობარო საიტების პროგრამებში.
აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში მონაწილეობა ხელს უწყობს ინფორმაციის გაზიარებას და ქსელურ საქმიანობას. მაგალითად, საცნობარო საიტების პროგრამის მონაწილეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში განხორციელებული ამა თუ იმ გადაწყვეტის მეთოდის შესახებ, და შეიტანოს განაცხადი მის დასანერგად საკუთარ რეგიონში პროგრამის საშუალებით, და პირიქით. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს, მათ შორის სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორის კომპანიებს, კვლევით ინსტიტუტებს და სოციალურ ორგანიზაციებს.
მეორე ინიციატივაა MyHealth@EU, რომელიც აწარმოებს სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირებას და დანერგვას ევროკავშირში. ამჟამად ეს ინიციატივა სთავაზობს პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის და ელ-რეცეპტის სერვისებს, ხოლო სამომავლოდ გეგმავს ლაბორატორიული შედეგების, სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდების, სხვადასხვა სახის ანგარიშების და სხვა სერვისების დანერგვას. ამჟამად განიხილება ინიციატივაში მონაწილეობის უფლება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ამდენად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შესაძლოა მომავალში ინიციატივაში MyHealth@EU მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.
მომავლის ჯანდაცვა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პაციენტის შეუფერხებელი და მობილური მომსახურება სხვადასხვა პროვაიდერის და სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ასევე ჯანდაცვის უწყვეტი მიწოდება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით. სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის და ელ-რეცეპტების სერვისის საშუალებით ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მოგზაურობას საზღვარგარეთ რეცეპტით დასანიშნი წამლის შესაძენად ადგილობრივი აფთიაქში. პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის გაზიარება ექიმებს პაციენტის სამედიცინო ანამნეზში გარკვევასა და მტკიცებულებებზე დამყარებული კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის გუნდის მიზანია სტანდარტების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი ჯანდაცვის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთგაგების და თანამშრომლობის შემთხვევაში. ამის განსახორციელებლად გუნდმა ჩაატარა მიმდინარე ვითარების ანალიზი ელ-ჯანმრთელობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და განსაზღვრა თითოეული ქვეყნის გამოწვევები და პრიორიტეტები. ამის შედეგად შემუშავებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები შექმნის საფუძველს სახელმწიფოთაშორისი ელ-რეცეპტების და პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის სერვისების დასანერგად ამ რეგიონში.