აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ციფრულ სფეროს განიხილავს
თარიღი: 13/12/23
დაკავშირებადობა, რეგიონული როუმინგი და ციფრული ტრანსფორმაცია იყო იმ საკითხებს შორის, რომლებიც 2023 წლის 11 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე იქნა განხილული. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ევროკავშირის სახელმწიფოების და მათი ხუთი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრები. ღონისძიებამ საშუალება მისცა მონაწილეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, შეეჯამებინათ მისი მიღწევები და განესაზღვრათ კონკრეტული რეკომენდაციები მომავლის პოლიტიკისთვის.
შეხვედრის თავმჯდომარე იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. მინისტრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
როგორ შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობამ კვლავაც უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება;
რა უნდა იყოს ერთობლივი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს;
როგორ უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის;
როგორ უნდა გაუმჯობესდეს თანამშრომლობა ცენტრალური აზიის და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებთან, ასევე რეგიონული პოლიტიკის სხვა წარმომადგენლებთან, მაგ., შავი ზღვის სინერგიასთან.
ციფრული ტრანსფორმაციის და დაკავშირებადობის საკითხების გარდა, მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მწვანე გარდაქმნა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება. მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა კონკრეტული მიღწევების მიმართ 2024 წლისთვის, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.