ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაში (INATBA) გაერთიანება საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდასაჭერად და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დასანერგად ეკონომიკაში
ამ ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბლოკჩეინის ასოციაციების და დირექტიულ ორგანოების გაერთიანებას ავტორიტეტული აკადემიური ლიდერების და ევროკავშირის მსგავსი ორგანიზაციების ქსელში, რამაც შესაძლოა დადებითი ცვლილებები მოიტანოს ბლოკჩეინის ეკოსისტემის რეგულირების და განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პროგრამის EU4Digital საქმიანობის ძირითადი ბენეფიციარები:
ბენეფიციარები შეძლებენ გაიუმჯობესონ პოტენციალი აკადემიური და სამთავრობო სფეროების ავტორიტეტულ ლიდერებთან ურთიერთობით, ასევე ქსელური აქტივობით და ცოდნის დაგროვებით, რაშიც მათ დაეხმარება INATBA-ს პარტნიორული ურთიერთობა მოწინავე სტანდარტების დამსახველ წამყვან ორგანიზაციებთან და გლობალურ ინიციატივებთან.
ღონისძიებაზე მიწვეული მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: INATBA-ს მხრიდან შეთავაზებული შესაძლებლობები, ასოციაციის წევრების გამოცდილება სხვადასხვა საკითხებზე ჩატარებული სამუშაო ჯგუფებიდან, და პრაქტიკული ქსელური აქტივობის და თანამშრომლობის დაწყება, რაშიც მათ კვლავაც დაეხმარება INATBA-ს პარტნიორული ურთიერთობა მოწინავე სტანდარტების დამსახველ წამყვან ორგანიზაციებთან და გლობალურ ინიციატივებთან.
ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
ევროკავშირის ბლოკჩეინის სტრატეგიის მიმოხილვა;
ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA), მისი სერვისების და თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობების წარდგენა;
INATBA-ს წევრების გამოცდილების გაზიარება;
თანამშრომლობა ამ სექტორში და პარტნიორული ურთიერთობის შესაძლებლობები.
კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებს ექნებათ საშუალება დასვან შეკითხვები და მიიღონ ინფორმაცია თანამშრომლობის და გაწევრიანების შემდგომი ეტაპების შესახებ.
ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაცია (INATBA) რომელიც ევროკომისიამ 2019 წელს აამოქმედა, წარმოადგენს ძალზე გავლენიან ასოციაციას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ბლოკჩეინის და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) დანერგვას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. INATBA უმთავრესად ცნობილია მისი სანდოობით მარეგულირებელი ორგანოებისა და დირექტიულ ორგანოებისთვის.
თუ წარმოადგენთ სამიზნე აუდიტორიას და დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით, დაუკავშირდით ორგანიზატორების ჯგუფს მეილზე EU4Digital@lt.ey.com, საკითხად კი მიუთითეთ „INATBA-ში გაერთიანება“.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.