აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა ფართოზოლოვანი გადაცემის განვითარების საკითხზე

  • თარიღი: 20/02/20 – 21/02/20
  • გააზიარეთ:

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია ინიციატივის EU4Digital ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მიერ, მსოფლიო ბანკთან და პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანია დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაწყება ფართოზოლოვანი გადაცემის კარტირებასთან დაკავშირებით – ეს არის მეთოდი, რომელიც საშუალებას მისცემს პარტნიორ ქვეყნებს განსაზღვრონ ფართოზოლოვანი გადაცემის განვითარების პოტენციური   შემაფერხებელი ფაქტორები, და ხელი შეუწყონ კონკურენციას და ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში.

მოვლენები

იხილეთ ყველა