ქართული სამეცნიერო ნაშრომები და კვლევის პროფილები ახლა უფრო თვალსაჩინო, ხელმისაწვდომი და მრავალჯერადად გამოყენებადია მთელი ევროპული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ეს განხორციელდა საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლობით საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან(GRENA), რომელიც არის პროექტის EU4Digital:სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება (EaPConnect) პარტნიორი.
სპეციალური 2-წლიანი პროექტის განმავლობაში საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია GRENAრეკომენდაციებს უწევდა ბიბლიოთეკის გუნდს ქართული სამეცნიერო ნაშრომების ციფრული საცავის openscience.ge შექმნის საკითხებზე. ამჟამად საცავი ხელმისაწვდომია პროექტის NI4OS (ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისთვის ევროპაში)საშუალებით, და წარმოადგენს როგორც პირველ ქართული საცავს ევროპის ღია სამეცნიერო ქლაუდზე EOSC, ისე პირველ ღია წყაროს და ღიად ხელმისაწვდომ სამეცნიერო ნაშრომების საბიბლიოთეკო საცავს EOSC-კატალოგებისთვის საქართველოში.
„ჩვენი საცავი, რომელიც ხელმისაწვდომია პროექტში „ეროვნული ინიციატივები ღია მეცნიერებისთვის ევროპაში (NI40S-Europe) და EOSC-კატალოგებში, ელექტრონულ ჟურნალებს, სტატიებს და კვლევით მონაცემებს მოიცავს“, განმარტავს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო პავლიაშვილი. ბიბლიოთეკა ეძებს დონორებს კვლევითი მონაცემების საცავისთვის და მიზნად ისახავს მზადყოფნას პლატფორმის საშუალებით, რომელიც მთავრობის მიმართულებებს და პოლიტიკას აკმაყოფილებს. „ჩვენი ბიბლიოთეკა წარმოადგენს ცოდნის გაზიარების პლატფორმას მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის და ის ისეთი საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციების აქტიური წევრია, როგორიცაა LIBER, EIFL, IFLA”, თქვა მან. „ჩვენ სრულად ვართ ჩართული საბიბლიოთეკო მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებში და ვიცით, თუ რა ხდება ამ სფეროში“.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში არსებული უდიდესი ბიბლიოთეკაა. ის დაარსდა 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთეკის (1941) და ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის საფუძველზე (1965). 2012 წელს ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ამჟამად წარმოადგენს ეროვნული კულტურის ჰაბს, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცულია 4 მილიონამდე სამეცნიერო და მხატვრული ნაბეჭდი წიგნი, მათ შორის ძველი იშვიათ წიგნები, სამეცნიერო გამოცემები ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე, თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა.
გარდა ამისა, ბიბლიოთეკა თავის აბონენტებს ღია ელექტრონული ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრს სთავაზობს:
ღია კოდის ონლაინ ბიბლიოთეკის კატალოგი (დაფუძნებულია Koha ბიბლიოთეკის მართვის სისტემის მასშტაბურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე);
openjournals.ge, პლატფორმა ღია საჟურნალო სისტემების საფუძველზე, რომელიც 45 ქართულ ჟურნალს აერთიანებს;
openlibrary.ge, არასამეცნიერო რესურსების საცავი, როგორიცაა მონოგრაფიები, წიგნები, ხელნაწერები და რუქები (დაფუძნებულია DSpace ღია კოდის საცავის პროგრამულ უზრუნველყოფაზე);
ახლა უკვე openscience.ge, a DSpace-ზე დამყარებული მიმდინარე კვლევების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა (CRIS), რომელიც მოიცავს მეცნიერების კვლევით პროფილებს და სამეცნიერო პუბლიკაციებს, პუბლიკაციების აღრიცხვას, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო (PhD) თეზისებს.
Covid-19-ის პანდემიის დროს დისტანციურ წვდომაზე გაზრდილმა დამოკიდებულებამ და უპირატესად ელექტრონული პუბლიკაციების გამოყენებამ დაარწმუნა ბიბლიოთეკა, რომ აუცილებელი იყო ელექტრონული წიგნების საკუთარი კოლექცია ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბური პროექტით გაემდიდრებინა, რომელიც იშვიათ წიგნებსაც მოიცავს.
ერთი საერთო ხედვა
“ღია მეცნიერება საქართველოში კვლევისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად იქცა“, ამბობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ანა ტრაპაიძე. „ჩვენი აზრით, ამ კონტექსტში საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს მთავრობისა და აკადემიური წრეების შეთანხმების წყალობით, რადგან გარკვეული ხანია ღია წვდომა ორივე მხარისთვის ყველაზე აქტუალური საკითხს წარმოადგენს. ისინი ერთად განსაზღვრავდნენ საჭიროებებს და მოთხოვნებს, აზიარებდნენ ინფორმაციას და ამაღლებდნენ ცნობიერებას ორივე მიმართულებით.”
ღია მეცნიერება საქართველოში კვლევისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებად იქცა.
ანა ტრაპაიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე
GRENA support
ღია მეცნიერების საკითხებზე კონსულტირების გარდა, საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) პროექტის EaPConnect საშუალებით ბიბლიოთეკას აწვდის „ქლაუდ“-სერვისებს და eduroam-ს – კვლევითი და საგანმანათლებლო WiFi როუმინგს; აღნიშნული სერვისები უზრუნველყოფს მარტივ და დაცულ კავშირს 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებული ათასობით „ჰოთსფოთის“ საშუალებით.
მომავალი
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ძალიან დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თანამოაზრე ორგანიზაციებთან დაკავშირებით. შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების გასააქტიურებლად, EaPConnect პროექტი აწყობს ღონისძიებას, რომელიც გაიმართება 2023 წლის ბოლოს. ეს ღონისძიება უზრუნველყოფს გამოცდილებისა და იდეების გაცვლის პლატფორმას და მოამზადებს ნიადაგს ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია შეიტყოს მეტი ამ მომავალი ღონისძიების შესახებ ან მიიღოს მასში მონაწილეობა, შეუძლია დაუკავშირდეს EaPConnect პროექტის მენეჯერს ირინა მეთიუსს: <irina.matthews[at]geant.org>.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.