მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
თარიღი: 17/11/23
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის საჭიროებები განაპირობებს. ეს აქტივობები წარმოებს მჭიდრო თანამშრომლობით ორმხრივ აქტივობასთან, რომლის მენეჯმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი დღის წესრიგის ფარგლებში ახორციელებენ. შედეგების მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით, პროგრამამ EU4Digital მის მიმდინარე, მეორე ფაზაში უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, რომელსაც დაესწრნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან. შეხვედრა 2023 წლის 18 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარდა. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება განეხილათ პროექტის შედეგები, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები მის შესახებ და გამოეკვლიათ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს პროგრამის EU4Digital საქმიანობის დანერგვა ეროვნულ დონეზე.
2019–2022 წლების წარმატებული პირველი ეტაპის შემდეგ პროგრამამ EU4Digital საქმიანობა 2022 წლის ივნისში კიდევ სამი წლით განაახლა. 2023 წლის 14-15 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის ყოველწლიური ციფრული კონფერენციის და პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის წინ, ბრიუსელის წინა-საკოორდინაციო შეხვედრა მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელზეც მომზადდა ნიადაგი პროგრამის EU4Digital II ფაზაში მხარდაჭერილი ექვსი თემატური სფეროს ღრმად განხილვისთვის და შემდგომი თანამშრომლობისათვის. მთავარი ამოცანა იყო პროგრამის EU4Digital აქტივობებისა და შედეგების პრაქტიკაში დაჩქარებულად დანერგვის გზების განხილვა, განსაკუთრებით მათი შეტანის მიზნით ორმხრივ და ეროვნულ გეგმებში, და აქტივობებს შორის არსებული განსხვავებების დაძლევა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობები პარტნიორ ქვეყნებში, ევროკომისია (სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი – DG NEAR, საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი – DG CNECT) და პროექტის EU4Digital გუნდი; შეხვედრები ჩატარდა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. ევროკომისიის წარმომადგენლებმა სხდომა დაიწყეს საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის წარდგენით და მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს აქტიური წვლილის შეტანისთვის პროგრამაში EU4Digital, რომელიც ინიციატივის წამყვანი პროგრამაა. მათ გაიხსენეს, რომ შემდგომი ინვესტიცია მდგრად ციფრულ ტრანსფორმაციაში მთავარი პრიორიტეტია როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორც ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე დადასტურდა. განვითარებადი ტექნოლოგიების და კიბერსაფრთხეების კონტექსტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო სტანდარტებზე დამყარებული ციფრული სუვერენიტეტის და მდგრადობის დანერგვას.
პროექტის გუნდმა შეხვედრა დაიწყო გონებრივი იერიშის სესიით და დამსწრეებს სთხოვა აზრის გამოთქმა იმ შედეგების და გამოწვევების თაობაზე, რომლებიც პროგრამის EU4Digital წინაშე იდგა 2022 წელს პროექტის მეორე ფაზის დაწყების შემდეგ. გუნდმა წარმოადგინა სამი ძირითადი პრინციპი, რომლებსაც პროგრამის EU4Digital საქმიანობა ემყარება:
- ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერა;
- პროექტების პილოტირება, რომლებიც შემუშავდა ევროკავშირის გადაწყვეტილებების დანერგვის მხარდასაჭერად, და ნიადაგის მომზადება ფართომასშტაბიანი ინვესტიციებისთვის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო, და გლობალური კარიბჭის სტრატეგიის ფარგლებში.
- კომუნიკაციის კოორდინაცია აქტივობების, ევროკავშირის პოლიტიკის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა პროექტების ირგვლივ, რომლებიც მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას ინიციატივის EU4Digital ქოლგის ქვეშ
დღის სხვა სესიებზე განიხილეს მიღწევები და მომავალი საქმიანობა პროგრამის EU4Digital ექვს ძირითად თემატურ სფეროში; ეს სფეროებია: ტელეკომის წესები, ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები, ელ-ვაჭრობა, ელ-ჯანმრთელობა, ციფრული უნარები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები, და ყურადღება ამ სფეროებში ქვეყნების და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილეს. ქვეყნების წარმომადგენლებმა დასვეს შეკითხვები მომავალი აქტივობების შესახებ და აღნიშნეს, რომ აინტერესებთ მონაწილეობა საკუთარი პრიორიტეტების შესაბამის აქტივობებში და ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტებში. მოსაზრებათა გაცვლის შემდეგ, პროექტის EU4Digital გუნდმა შეაჯამა იმ დღის ძირითადი საკითხები, ხოლო ევროკომისიის წარმომადგენლებმა დასკვნითი შენიშვნები გამოთქვეს.
სამომავლო ნაბიჯები
ამ ღონისძიების შემდეგ დაიწყება რამდენიმე აქტივობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ერთობლივ საქმიანობას და თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
მონაწილეები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ კონფერენციაზე 14 ნოემბერს, და პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის 15 ნოემბერს. ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების დაინტერესებულ მხარეთა ფართო ქსელი.
შემოგვიერთდით ციფრულ კონფერენციაზე 14 ნოემბერს.
EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა ოფიციალური შიდა ღონისძიებაა, რომელსაც დაესწრებიან მხოლოდ მიწვეული სტუმრები – ოფიციალურად დანიშნული სპონსორები და ინიციატივასთან EU4Digital დაკავშირებული მხარეები. მიუხედავად ამისა, პროგრამით EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრული ტრანსფორმაციის თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ კონფერენციაში 2023 წლის 14 ნოემბერს.
- ჩაინიშნეთ თარიღი და არ გამოგრჩეთ ინფორმაცია დღის წესრიგის, სიტყვით გამომსვლელების და რეგისტრაციის შესახებ მომავალი კვირების განმავლობაში!
- გამოგვყევით Twitter-ზე: @EU4Digital
- ამ ღონისძიებების ძირითადი საკითხები გამოქვეყნდება EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში: განახლებული ინფორმაციის მისაღებად ელექტრონულ ფოსტაზე, გახდით ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.
- Romania
- აზერბაიჯანი
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ნდობა და უსაფრთხოება
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტ…
გაიგეთ მეტი -
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი
30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტ…
გაიგეთ მეტი11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი