24 ნოემბერი: მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის EU4Digital ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) აქსელერატორის რეგიონულ ღონისძიებაში,
თარიღი:
24/11/23
იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც კრებენ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ინდექსთან (DESI) დაკავშირებულ ინდიკატორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მიწვეულები არიან მონაწილეობის მისაღებად პროგრამის EU4Digital ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც 2023 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს ექსპერტები წარადგენენ DESI-ს განხორციელების ანალიზს, განიხილავენ რეგიონულ და ეროვნულ რეკომენდაციებს DESI-ს სრული გაზომვის დანერგვის საკითხზე, და იმსჯელებენ პროგრამის EU4Digital DESI–ს აქსელერატორის საქმიანობის ხედვასა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.
ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში. ეს ინდექსი წარმოადგენს ინდიკატორების ერთობლიობას, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნებსა და საზოგადოებებში მიმდინარე ციფრული პროგრესის ოთხი ძირითადი სფეროს განვითარებას. ეს ოთხი სფეროა: ადამიანური კაპიტალი, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ციფრული საჯარო სერვისები და კავშირი.
პროგრამამ EU4Digital DESI-ს აქსელერატორის საქმიანობა დაიწყო 2023 წლის მაისში. პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის სამიზნეა DESI-ს ოთხი განზომილებიდან სამი (კავშირის გამოკლებით) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მოსალოდნელია, რომ პროგრამის EU4Digital DESI-ს აქსელერატორის დახმარებით აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები ჩამოაყალიბებენ DESI-ს ინდიკატორების სრულ ნაკრებს და დაადგენენ მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს. ეს მათ საშუალებას მისცემს შეკრიბონ მონაცემები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში ჩართონ ციფრული საქმიანობის მაჩვენებლებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემები.
ამ რეგიონული ონლაინ ღონისძიებით და პროგრამის EU4Digital ანგარიშის გამოქვეყნებით DESI-ის განხორციელების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, დასრულდება DESI-ს აქსელერატორის აქტივობის პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის მიზანი იყო რეგიონული და ეროვნული რეკომენდაციების და სტრატეგიული გეგმების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად DESI-ის დანერგვისა და ინდექსის განხორციელების პროცესში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დღემდე DESI-ის განხორციელებაში არსებული ხარვეზების ანალიზის შედეგები. გარდა ამისა, დამსწრეებს გააცნობენ პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის მეორე ეტაპს. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პოტენციალის შექმნაზე, მონაცემთა შემკრები ინსტიტუტებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და ტრენინგების უზრუნველყოფით, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით.
მოითხოვეთ ღონისძიებაზე მიწვევა!
პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის რეგიონული ღონისძიება სასარგებლო იქნება იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კრებენ DESI-თან დაკავშირებულ ინდიკატორებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში. თუ თქვენ ხართ ასეთი ინსტიტუტი და გსურთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.