პროგრამა EU4Digital აქვეყნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის ანგარიშს
თარიღი: 08/12/23
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომელშიც ჩატარებულია სტარტაპის ეკოსისტემის კარტირება და დიაგნოსტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში, რომელიც დაიწერა პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ფარგლებში, განსაზღვრულია მაღალმწარმოებლური ინკუბაციის კონცეფცია, წარმოდგენილია მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შესამუშავებლად პარტნიორ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში. ეს ანგარიში ხელმისაწვდომია ონლაინ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის კვლევა წამყვანი ექსპერტების გუნდმა მოამზადა. მათ შეიმუშავეს რუკები/დიაგრამები, დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც საფუძვლად დაედო კონსულტაციების არაერთი ციკლი დაინტერესებულ მხარეებთან ქვეყნების დონეზე, კერძოდ, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ ეკოსისტემის მშენებლობას და საინკუბაციო აქტივობებს. ანგარიშის მომზადების პროცესში ეროვნული მონაწილე მხარეების ფართო გაერთიანებები – ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის 100-ზე მეტი მონაწილე, კერძოდ, სამთავრობო ორგანიზაციები, ინვესტორები, მსხვილი კორპორაციები, აკადემიური წრეები, საერთაშორისო დონორები და სხვები – მონაწილეობდნენ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში რეგიონის სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობის საკითხზე.
ინოვაციის და სტარტაპის მაღალეფექტური ეკოსისტემები ხელს უწყობს ინოვაციური ბიზნესის ზრდას და განვითარებას მისი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. კვლევაში გაკეთებული დასკვნის მიხედვით, სტარტაპის ეკოსისტემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ სხვა ქვეყნებში არსებულ მომწიფებულ ეკოსისტემებთან შედარებით ის ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
54%-ით
გაიზარდა ზრდის ტემპი იმ ახალი სტარტაპების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკუბატორებში წარმატებით განვითარდა 2021 – 2023 წლებში
70%-ით
დაბალია კონვერსიის ტემპი აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინკუბირებული სტარტაპების
8.6%-მა
მიაღწია სასტარტო კაპიტალის ეტაპს და აწარმოვა მდგრადი შემოსავალი (შედარებით 12,5%-თან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შერჩეულ ქვეყნებში)
მწარმოებლურობის გაუმჯობესების და ინოვაციის და სტარტაპის ინკუბატორების ეკოსისტემის განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამის EU4Digital ანგარიში მოიცავს რვა რეკომენდაციას, რომლებიც გამყარებულია თანდართული სამოქმედო პუნქტებით. ეს რეკომენდაციები ეხება შემდეგ საკითხებს:
რეგულატორები და დონორები – ფოკუსირება ეკოსისტემის მშენებლების გაძლიერებაზე პოტენციალის შექმნით, დონორ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით და სიმდიდრის ხელშემწყობთა გაძლიერებული მხარდაჭერით;
ეკოსისტემის მშენებლები – ფოკუსირება ინკუბატორების შესაძლებლობების გაფართოებაზე, რათა გაუმჯობესდეს მათი ზემოქმედება სწრაფად მზარდ სტარტაპებზე მეწარმეებისთვის ცოდნის, კაპიტალის და რესურსების მიწოდების, და ბაზრების შეთავაზების გზით.
მიზანი – ზეგავლენა
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები უნდა გაერთიანდეს კომპლექსურ რეგიონულ პროგრამაში, რომელიც ორიენტირებული იქნება საინკუბაციო ძალისხმევის გაძლიერებაზე. ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხარვეზები და მოთხოვნები ერთნაირია, კოორდინირებულმა ძალისხმევამ უნდა უზრუნველყოს რესურსების უფრო ეფექტური განაწილება და ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას. ასეთ პროგრამას შესაძლოა მხარი დაუჭირონ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებსაც ერთობლივი საქმიანობით შეუძლიათ სტარტაპის აქტიური რეგიონული ეკოსისტემის შექმნა და მისი დახმარება.
პროგრამა EU4Digital გააგრძელებს ამგვარი საქმიანობის მხარდაჭერას ევროკავშირის იმ მიზნისადმი ერთგულების შესაბამისად, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ინოვაციის და სტარტაპის ეკოსისტემების დაკავშირებას და ყველა ხარვეზის გამოსწორებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის, პრინციპების და სტანდარტების საფუძველზე. კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკის მიზნების შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2020 წლის შემდეგ; ამ მიზნებში ევროკომისიამ გააშუქა თავისი მხარდაჭერის გეგმა, რომლის ამოცანაა ინოვაციური ციფრულ სტარტაპების და სქეილაპების მასშტაბის ზრდა რეგიონში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.