29 სექტემბერს დუბროვნიკში ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის და ევროპის ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელთა ჯგუფის (BEREC-EaPeReg-EMERG) სამიტის ფარგლებში, ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) და ელექტრონული კომუნიკაციების ევროპის მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი საერთო ინტერესების სფეროდან.
კერძოდ, შეხვედრის დროს განიხილეს შემდეგი საკითხები:
- სპექტრის მენეჯმენტი (ევროკავშირის პრაქტიკის გაზიარება 5G სტრატეგიებზე/საპილოტე პროექტების გამოკვლევა, 5G დერეფნების განხორციელება და სხვ.).
- საერთაშორისო როუმინგის და მობილური კავშირის დასრულების ტარიფების (MTR, IMTR) რეგულაცია (BEREC-ის წვლილი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის როუმინგის კვლევაში და მისი რეკომენდაციების განხორციელება, პრაქტიკული სემინარები/ტრენინგები როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფისთვის [REWG] როუმინგის მონაცემთა შეკრების და სხვა საკითხების შესახებ).
- ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა (BEREC-ის მხრიდან მხარდაჭერა შემდეგი საკითხების თანმიმდევრულ განხორციელებაში: ევროკავშირის პრინციპები, ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვა, მომავალი თაობის ხელმისაწვდომობის/ძალიან მაღალი პოტენციალის ქსელების [NGA/VHCN] ამოქმედება).
- ბაზრის ანალიზი.
განხილული იქნა ასევე საორგანიზაციო საკითხები, მაგ. რეგულარული შეხვედრების ჩატარება, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მხარეების კონსულტირება სტრატეგიების და სამუშაო გეგმების მომზადების დროს.