საქართველოს ამინდის პროგნოზის და კლიმატის ცვლილების კვლევების სააგენტო გამოიყენებს ქლაუდ ინფრასტრუქტურას, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Digital EaPConnect პროექტის მხარდაჭერით, ახალი თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით.
თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციას (GRENA) და ქვეყნის გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის უზრუნველყოფს სააგენტოს ქლაუდ-რესურსებით, რომლებიც მოიცავს 24 ბირთვს, 64 GB ოპერატიულ მეხსიერებას, 10 TB მყარ დისკს და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა და საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის (GRENA) აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ.
სამეცნიერო კვლევის და განათლების ქლაუდ-ობიექტი საქართველოში ინტეგრირებულია ევროპის ღია სამეცნიერო-ქლაუდ (EOSC) გარემოში. დამატებითი ინფორმაცია GRENA-ს ქლაუდ ინფრასტრუქტურის შესახებ;