International ICT B2B Exchange event Tbilisi

ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიები ბალტიის ქვეყნების პარტნიორებს ხვდებიან ფორუმზე თბილისში

  • თარიღი: 05/06/19
  • გააზიარეთ:

საქართველოში ესტონეთის და ლატვიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) წამყვანი კომპანიების ვიზიტმა ადგილობრივ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დარგის კომპანიებს დაკავშირების და პოტენციური პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მისცა.

5 ივნისს ბალტიის ორი სახელმწიფოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების B2B ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო,  სახელმწიფო ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“, EU4Business-ის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ICT კლასტერი და ბალტიის ინოვაციების სააგენტო.

„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ციფრულ ტრანსფორმაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირისთვის. ევროკავშირმა თავიდანვე დაუჭირა მხარი ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კლასტერის დაფუძნებას, რადგან გვჯერა, რომ თანამშრომლობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ კომპანიებს შორის გადამწყვეტია სექტორის განვითარებისთვის და საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის საერთაშორისო ბაზრებზე. ვისურვებდით, რომ ესტონური და ლატვიური კომპანიების ვიზიტის შედეგად ახალი ბიზნეს იდეები და პროექტები გაჩნდეს“, აღნიშნა დომინიკ პაპენჰაიმმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების და საბაზრო შესაძლებლობების თემატურმა კოორდინატორმა.

საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის სწრაფი განვითარებისთვის. მათ აღწერეს ბიზნესის წარმოების პირობები და ინვესტირების შესაძლებლობები ამ სექტორში, და ინოვაციების ხელშემწყობი არსებული ეკოსისტემა.

ღონისძიებამ კარგი შესაძლებლობა მისცა საქართველოს ICT კლასტერს იმისათვის, რომ უცხოელი სტუმრებისა და ამ სფეროში დასაქმებული კოლეგებისთვის წარედგინა კლასტერის საქმიანობის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა.

„საქართველოს ახლადშექმნილი ICT კლასტერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება ესტონელი და ლატვიელი კოლეგების მხრიდან. ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დამყარების მეშვეობით, დღეს ჩვენ გარე ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვანი არხი გაგვიჩნდა.“ – აღნიშნა ნანა მიქაშავიძემ, საქართველოს ICT კლასტერის მენეჯერმა.Press release

Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა