11/06/2024
პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის ჩარჩო: კონცეპტუალური დოკუმენტი
აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისების ურთიერთაღიარების მხარდასაჭერად პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა წინამდებარე ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის ჩარჩოს კონცეპტუალური დოკუმენტი.
გაიგეთ მეტი31/05/2024
EU4Digital აკადემიის ელ-კომერციის ონლაინ კურსი – სარეკლამო ვიდეორგოლი (ინგლისური)
პროგრამის EU4Digital ეს 15 წამიანი ვიდეო (ინგლისური) პოპულარიზაციას უსევს უფასო ონლაინ კურსს „ელ-კომერცია ევროკავშირის ციფრული კომერციის ვებსაიტებზე“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მეწარმეების და მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზეა მორგებული. კურსს ატარებს EU4Digital აკადემია, რომელიც სთავაზობს მსურველებს დარეგისტრირდნენ და გაიუმჯობესონ უნარები ციფრული გაყიდვების სფეროში.
გაიგეთ მეტი31/05/2024
პროგრამის EU4Digital მესამე ექვსთვიანი ანგარიში
ეს საჯარო ანგარიში ასახავს პროგრამის ЕU4Digital II ფაზის აქტივობებს პროექტის მესამე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: 2023 წლის ივლისი - დეკემბერი. ამ დოკუმენტში ასახულია ამ პერიოდის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური საკითხები და შეჯამებულია პროგრამის EU4Digital ექვსი თემატური სფეროს მიღწევები; გარდა ამისა, დოკუმენტში მომდევნო პერიოდის მიზნები და ამოცანებია წარმოდგენილი.
გაიგეთ მეტი23/05/2024
ევროკავშირის შეფასება: ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შეფასების შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები
პროგრამის EU4Digital ანგარიშის „ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“ მიზანია აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის დონეზე ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) გაცვლის უახლესი პრაქტიკის და ამ პრაქტიკის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის შესაბამისობის ან თუნდაც კრიტიკული მნიშვნელობის თაობაზე.
გაიგეთ მეტი22/03/2024
5G კერძო ქსელების განვითარება: ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ მომზადდა პროგრამის EU4Digital ექსპერტების მიერ ტელეკომის წესების მიმართულების ფარგლებში. ანგარიშის მთავარი მიზანია ბიზნესში გამოყენების შემთხვევების განხილვა 5G კერძო ქსელების განვითარებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სიხშირეების განაწილების საკითხებზე.
გაიგეთ მეტი19/03/2024
ადამიანის უფლებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში: გამოწვევები და სამართლებრივი რეგულირება
სახელმძღვანელო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: გამოწვევები და სამართლებრივი რეგულირება“ წარმოადგენს მეთოდურ დოკუმენტს, რომელშიც განხილულია ხელოვნური ინტელექტის უახლესი მოწინავე ტექნოლოგიების გავლენა და მიდგომები მისი სამართლებრივი რეგულირების მიმართ. სახელმძღვანელო მკითხველს ასევე სთავაზობს ინტელექტუალური სისტემის მართვის რეკომენდაციებს ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გაიგეთ მეტი08/02/2024
პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ანგარიში „პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ წარმოადგენს სტრატეგიულ სამუშაო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) გამოყენებისთვის, რომელიც შემუშავდა პროგრამის EU4Digital „DESI-ს აქსელერატორის“ საქმიანობის ფარგლებში.
გაიგეთ მეტი22/01/2024
პროგრამის EU4Digital II ფაზა – ნახევარი წლის საჯარო ანგარიში #2
ეს ანგარიში ასახავს პროგრამის EU4Digital II ფაზის მეორე საანგარიშო პერიოდის საქმიანობას: 2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივნისი. ანგარიშში შეჯამებულია ექვსი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გარდა ამისა, წარმოდგენილია იმ საქმიანობის მიზნები და ამოცანები, რომლებიც მომდევნო საანგარიშო პერიოდებში დაიწყება. ანგარიშში ასევე განხილულია ძირითადი პოლიტიკური ასპექტები.
გაიგეთ მეტი08/12/2023
სტარტაპის ეკოსისტემის კარტირება და დიაგნოსტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მაღალმწარმოებლური ინკუბაციის კონცეფცია, ეკოსისტემის სიმწიფის ანლიზი, რეკომენდაციები
This 2023 report defines the concept of high-performing start-ups incubation and presents an analysis of the existing innovation ecosystem actors in the Eastern Partnership. It details the methodology, aims and results of a study conducted in the EU4Digital ICT Innovation thematic area and provides recommendations for action steps and priorities to raise the performance of the ecosystem in the Eastern Partner countries.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის ელ-ჯანმრთელობა
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის, სიზუსტის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად მათი ელ-ჯანმრთელობის სერვისების ურთიერთდაკავშირებაში ამ ქვეყნების საზღვრებს გარეთ, პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული ჯანდაცვის ჰარმონიზაციას რეგიონში. ამ 59-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ უწყობს ხელს ამ მიზნებს პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის სფეროს აქტივობები.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები
ნებისმიერი ბიზნესი წარმატებულ ინოვაციის ეკოსისტემაზეა დამოკიდებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეყრდნობიან პროგრამას EU4Digital, რათა დაეხმარონ საკუთარი ეკოსისტემის წახალისებას სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის. ამ 50-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ რა წვლილი შეაქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს სხვადასხვა აქტივობას ამ მხარდაჭერაში.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის ელ-სანდოობა
ციფრულ ეპოქაში ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისები უნდა გავრცელდეს როგორც ქვეყნის საზღვრებში, ისე ეროვნულ საზღვრებს გარეთ. პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიზანს, რომელიც ციფრულ სერვისებზე ტრანსსასაზღვრო წვდომის უნიფიკაციას გულისხმობს. ამ 61-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ ახორციელებს ამ მხარდაჭერას პროგრამის EU4Digital ელ-სანდოობის თემატური სფერო.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის ელ-ვაჭრობა
როგორ შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წაახალისონ ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებთან და ამავე დროს გახადონ ის უფრო მარტივი და უფრო უსაფრთხო? ამ მიზნის მიღწევას ეხმარება პროგრამის EU4Digital საქმიანობა ელ-კომერციის ეკოსისტემის, კანონმდებლობის, სტანდარტების და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზების მიმართულებით. ამ 58-წამიან ვიდეორგოლში განმარტებულია, თუ როგორ ეხმარება პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს საქმიანობა კონკურენტუნარიანობის და ციფრულ ეკონომიკის გაუმჯობესებას.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის ტელეკომის წესები
მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ხელმისაწვდომი დაკავშირებადობა სჭირდებათ. პროგრამის Eu4Digital ტელეკომის წესების თემატური სფერო ხელს უწყობს ამ მიზანს რიგი აქტივობებით, რომელთა დახმარებით საბოლოოდ უფრო იაფი, უფრო სწრაფი და დაცული ციფრული კავშირი ხელმისაწვდომი ხდება ადამიანების მუდმივად მზარდი რაოდენობისთვის. ეს 49-წამიანი ვიდეორგოლი განმარტავს, თუ როგორ ხდება ეს.
გაიგეთ მეტი22/11/2023
ეს არის ციფრული უნარები
ჩვენ ვიცით, რომ ციფრული უნარების განვითარება სტიმულს აძლევს საზოგადოებების ციფრულ ტრანსფორმაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად ხელმისაწვდომი სასწავლო შესაძლებლობების შექმნაში ნებისმიერი ასაკის და შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, პროგრამის EU4Digital ელ-უნარების თემატური სფერო მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ეს 50-წამიანი ვიდეორგოლი განმარტავს, თუ როგორ ხდება ეს.
გაიგეთ მეტი26/09/2023
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში: კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ხელშეწყობა
პროგრამის EU4Digital ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ შეიმუშავეს პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. მოხსენება შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც აშუქებს ევროკავშირის ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელშეწყობის საგზაო რუკას. ძირითადი ამოცანაა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იმგვარად, რომ მათ შეძლონ ამ გამოცდილების გამოყენება.
გაიგეთ მეტი13/09/2023
ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვა 5G-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: ევროკავშირის ანგარიში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
პროგრამის EU4Digital-ის ანგარიში ევროკავშირში 5G ქსელის უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის შესახებ განსაზღვრავს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიის და რისკის ძირითად სფეროებს, ხელს უწყობს კოორდინირებულ მიდგომას და იძლევა რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათი ქსელის ოპერატორებისა და სხვა მონაწილე მხარეებისთვის.
გაიგეთ მეტი06/09/2023
ევროკავშირის ელ-კომერციის საბაზო მდგომარეობის ანალიზი საკანონმდებლო, სტანდარტების და ეკოსისტემის სფეროებში
ამ ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის მდგომარეობა ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა და ნორმები. განსაზღვრულია ევროკავშირის საბაზისო მაჩვენებლები, როგორც ორიენტირი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ევროკავშირის საბაზისო მდგომარეობა 99-გვერდიანი მოხსენების იმ თავებშია წარმოდგენილი, რომლებიც აანალიზებს სამ ძირითად სფეროს - საკანონმდებლო ბაზას, სტანდარტებს და ელ-კომერციის ეკოსისტემას.
გაიგეთ მეტი05/09/2023
პროგრამის EU4Digital II ფაზა – საჯარო ექვსთვიანი ანგარიში #1
ეს ანგარიში ასახავს პროგრამის EU4Digital II ფაზის პირველი საანგარიშო პერიოდის საქმიანობას: 2022 წლის ივნისი - 2022 წლის დეკემბერი. ამ ანგარიშში შეჯამებულია ექვსი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგები აღნიშნულ პერიოდში, და წარმოდგენილია იმ საქმიანობის მიზნები და ამოცანები, რომლებიც შემდეგ საანგარიშო პერიოდში დაიწყება. გარდა ამისა, განხილულია პოლიტიკის მთავარი ასპექტები.
გაიგეთ მეტი01/07/2023
EU4Business – პოლიტიკიდან სამოქმედო ფაზამდე 2: ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში (ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საქმიანობის მიმოხილვა)
2023 წლის ICT ინოვაციის ფორუმის ეს მიმოხილვა ეხება OECD-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული გარდაქმნის პოლიტიკის სფეროში.
გაიგეთ მეტი01/07/2023
ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
2023 წლის ICT ინოვაციების ფორუმზე გაკეთებულ პრეზენტაციაში დემონსტრირებულია მსოფლიო ბანკის შედეგები, მიღებული მთელ მსოფლიოში ჩატარებული კვლევებიდან „ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიების დონეზე“ (FAT).
გაიგეთ მეტი01/07/2023
აწარმოე საქართველოში: მცირე და საშუალო საწარმოების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა
ორგანიზაციის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც 2023 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმზე გაკეთდა, განსაზღვრავს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში არსებულ პრობლემებს და წარმოადგენს ამ პრობლემების გადაწყვეტებს ორგანიზაციის მიერ.
გაიგეთ მეტი01/07/2023
მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად
„მომავალი EU4Digital აკადემია: ტექნოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დაინტერესებული მხარეებისთვის და მათთან ერთად“ წარმოაჩენს სასწავლო პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებისთვის.
გაიგეთ მეტი19/01/2022
ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტის გაფართოების ტექნიკური მემორანდუმი
პროგრამის EU4Digital ტექნიკური მემორანდუმი აღწერს ე-ხელმოწერის საპილოტე აქტივობებს, ოპერაციული თავსებადობის სხვადასხვა დონეებს და ე-ხელმოწერის ზოგად ფორმატს.
გაიგეთ მეტი