
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერცია ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ნორმები, როგორც სამიზნე ინდიკატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ანგარიშში გაანალიზებულია სამი ძირითადი სფერო - საკანონმდებლო ჩარჩო, სტანდარტები და ელ-კომენრციის ეკოსისტემა.
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი14/06/2023
30 მაისს პროგრამის EU4Digital ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) აქსელერატორი ამოქმედდა
2023 წლის მაისის ბოლოს პროგრამამ EU4Digital მისი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) დაჩქარების აქტივობები დაიწყო. DESI-ს აქსელერატორის ერთდღიანი სასტარტო ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ამ საქმიანობის, მისი სარგებლობის, და DESI-ს განხორციელების გეგმების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი07/04/2023
ევროკავშირის კოდირების კვირეული 2023
ევროკავშირის კოდირების კვირეული ყოველწლიურად აღნიშნავს და პოპულარიზაცის უწევს ციფრული წიგნიერების და კოდირების უნარების მნიშვნელობას ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანებისთვის. აქტივობები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეა გამოყოფილი ორი კვირა, რომლებიც კონკრეტულად კოდირების კვირეულს ეძღვნება. წელს კვირეული 7-22 ოქტომბერს ჩატარდება.
გაიგეთ მეტი05/04/2023
პროგრამა EU4Digital ეძებს პარტნიორებს EdTech Hub ციფრული უნარებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამის EU4Digital EdTech Hub-ის აქტივობა ეძებს პოტენციურ პარტნიორებს. ეს პროგრამა წარმოადგენს ციფრული სწავლების პლატფორმას მომხმარებლისადმი კეთილგანწყობილი, ვებსაიტზე განთავსებული კურსებით, რომლებიც მორგებულია მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების 2023 წლის ფორუმზე 9 მარტს ამოქმედებული პროგრამა EdTech Hub ხელს შეუწყობს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას, რაც გულისხმობს 1 მილიონი მოქალაქის ციფრულ გაძლიერებას და 500 000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
გაიგეთ მეტი30/03/2023
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმი: ციფრული განათლების მნიშვნელობა უნარების გასაუმჯობესებლად მცირე და საშუალო საწარმოებსა და სტარტაპებში
პროგრამის EU4Digital 2023 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმზე დაისვა ბიზნესის-განათლების სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, რათა ბიზნესი უკეთ იყოს მომზადებული პოსტ-ინდუსტრიული ციფრული საზოგადოებისათვის. ონლაინ ფორუმი, რომელზეც ხაზი გაესვა ციფრული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას სტარტაპებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, 9 მარტს ჩატარდა და იყო მეორე წლიური ღონისძიება ინოვაციური ფორუმების ციკლიდან. ფორუმს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა პოლიტიკური და მხარდაჭერის ინიციატივის, მათ შორის პროგრამის EU4Digital EdTech Hub პლატფორმის საქმიანობის შესახებ, რომელიც ღონისძიების დროს გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი26/02/2023
EU4Digital სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიური ფორუმი 2023: ყურადღების ცენტრშია ციფრული უნარები
2023 წლის სტარტაპის და ინოვაციების ყოველწლიურ ფორუმზე პროგრამა EU4Digital მიიწვევს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ძირითად პირებს, სტარტაპის ეკოსისტემების წამყვან ორგანიზაციებს და ციფრული ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების განვითარების სფეროს ექსპერტებს. ამ მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იქნება „ციფრული ტექნოლოგიები მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების ყოვლისმომცველი გაუმჯობესებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიება 2023 წლის 9 მარტს დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის ფორმატში.
გაიგეთ მეტი13/02/2023
„ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობა“ – აუცილებელი პირობა განათლებისა და სწავლების მხარდასაჭერად
ცოდნის და უნარების დაგროვება ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე, ადამიანებს საშუალებას აძლევს განავითარონ და გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და წვლილი შეიტანონ საზოგადოების პროდუქტიულობაში. ევროპის განათლების ფონდში (ETF) გამოითქვა აზრი, ადამიანური კაპიტალის განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აზროვნების სტილი, რომელიც „ციფრული ტექნოლოგიების სრულად ხელმისაწვდომობას“ გულისხმობს. ევროპის განათლების ფონდი სხვადასხვა მეთოდების და ინიციატივების საშუალებით უჭერს მხარს ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას და პრაქტიკას მის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი24/01/2023
2023-2024 წლებში ევროკავშირი ციფრულ ტრანსფორმაციაში 4.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, 2023-24 წლებში სამუშაო პროგრამის Horizon Europe საშუალებით 4.5 მლრდ ევროზე მეტი გამოიყოფა, რაც სამუშაო პროგრამის მთელი ბიუჯეტის 33%-ს აღემატება.
გაიგეთ მეტი24/01/2023
ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა
ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.
გაიგეთ მეტი08/11/2022
ინიციატივის EU4Digital მონაწილეები EU4Digital II ფაზის დაწყების წინ საკუთარ მიღწევებს და გეგმებს განიხილავენ
2022 წლის 25 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც პროგრამის EU4Digital II. ფაზის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა, EU4Digital პროექტების მიღწევები და გეგმები იქნა .განხილული.
გაიგეთ მეტი04/11/2022
ხუთი ძირითადი კითხვა, რომლებმაც განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია
გამძლეობა, კრიზისებზე რეაგირება და აღდგენა იყო 2022 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული პროგრამის EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ძირითადი საკითხები. ამ საკითხებში დაწვრილებით იქნა განხილული ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი