30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 70 ინოვაციური კლასტერის 85-მდე წარმომადგენელმა და კლასტერების მართვის ახალმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებამ შეკრიბა მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან სპეციალურ ტრენინგის ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობის ფარგლებში, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი-
07/11/2023
ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე თანხმდებიან
კონკრეტული შემდგომი ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით შეთანხმებული იქნა დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 25-26 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა. შეხვედრის ძირითადი თემები იყო ფართოზოლოვან ქსელზე წვდომის საბითუმო ბაზრის ანალიზი და ფართოზოლოვან ქსელზე წვდომის მონიტორინგი.
გაიგეთ მეტი -
09/10/2023
საქართველოს 5G აუქციონი დამთავრდა: ახალ ტექნოლოგიას Cellfie Mobile დანერგავს
საქართველოში 5G მობილური ინტერნეტის დანერგვის აუქციონის ჩატარების შემდეგ, მომდევნო 3-7 წლის განმავლობაში ქვეყნის 5G ქსელს სავარაუდოდ ტელეკომის ოპერატორი Cellfie Mobile გააფართოებს. აუქციონი საქართველოს სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის აგვისტოში ჩაატარა.
გაიგეთ მეტი -
03/10/2023
პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლოვანი ქსელის მხარდაჭერის საკითხებზე. ანგარიში აანალიზებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მაგალითებს, და აზიარებს გამოცდილებას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შესაძლოა ფართოზოლოვანი ბაზრის განვითარების მონიტორინგისა და ფართოზოლოვანი პოლიტიკის განხორციელების პროცესში გამოიყენონ. ეს საქმიანობა საშუალებას მისცემს პროგრამას EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გააცნობიერონ ციფრული კავშირის მიზნები, რომლებიც მხარს უჭერს ევროკავშირის ძირითად პოლიტიკას სატელეკომუნიკაციო კავშირის საკითხში.
გაიგეთ მეტი -
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit - ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება, რომლის მიზნები ემთხვევა პროგრამის EU4Digital ციფრული ტრანსფორმაციისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2023 წლის 5-7 სექტემბერს თბილისში (საქართველო) ჩატარდა ღონისძიება Surge Summit, რომელიც მიეძღვნა ურთიერთობების დამყარებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის. ამ ღონისძიებამ საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებს წარმდგარიყვნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე.
გაიგეთ მეტი -
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ანგარიშში განხილულია სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერცია ევროკავშირში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ნორმები, როგორც სამიზნე ინდიკატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ელ-კომერციის შესაფასებლად. ანგარიშში გაანალიზებულია სამი ძირითადი სფერო - საკანონმდებლო ჩარჩო, სტანდარტები და ელ-კომენრციის ეკოსისტემა.
გაიგეთ მეტი -
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი -
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი -
19/08/2023
პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აშუქებს პრიორიტეტებს ინოვაციების და სტარტაპების ინკუბაციის სწრაფი განვითარებისთვის
ინოვაციის და სტარტაპის საინკუბაციო სისტემის საქმიანობის და ზრდის სტიმულირებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამამ EU4Digital განსაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები და ისინი ორ ღონისძიებაზე გააშუქა. ეს იყო დასკვნითი ონლაინ საინფორმაციო სესიები ეკოსისტემების საქმიანობის მაჩვენებლების, ხარვეზების და საჭიროებების ინტენსიური კვლევის შემდეგ, რომელიც რეკომენდაციებთან ერთად დეტალურად არის აღწერილი ახალ ანგარიშში. მონაწილეებმა აღნიშნულ ორ ღონისძიებაზე მოუსმინეს რეგიონული ეკოსისტემის აქტორებს და მიიღეს ინფორმაცია კვლევის შემდეგი ძირითადი შედეგების შესახებ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ეკოსისტემის მშენებლების გაძლიერებას და ინკუბატორების პოტენციალის შექმნას.
გაიგეთ მეტი -
31/07/2023
აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიებაზე „სტარტაპის ხიდი“
სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სტარტაპები საფრანგეთში შეხვდნენ ინოვაციური ეკოსისტემის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე „სტარტაპის ხიდი: აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს“. პროგრამამ EU4Digital ორგანიზაციასთან Expertise France პარტნიორობის საფუძველზე ICT ინოვაციების ქსელური ღონისძიება მოაწყო. 2023 წლის 16 ივნისს ჩატარებული ღონისძიების მასპინძელი იყო Wilco - ინოვაციების აქსელერატორი, რომელიც აუმჯობესებს როგორც სტარტაპების, ისე მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტიანობას.
გაიგეთ მეტი -
31/07/2023
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი: ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება
საქართველოს ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების 2023 პერსპექტივების განსახილველად თბილისში ჩატარებულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, ბიზნესის, საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც 2023 წლის 26 ივნისს გაიხსნა, ორგანიზებული იყო საქართველოს ICT კლასტერის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
გაიგეთ მეტი -
31/07/2023
5G აუქციონები საქართველოში: შესაძლებლობები ოპერატორებისთვის 28 ივლისს დაიხურება
2023 წლის აგვისტოში ტელეკომის ოპერატორებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია მე-5 თაობის (5G) ინტერნეტ-ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში. კომუნიკაციების კომისიამ, რომლიც ქვეყანაში სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოა, აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 28 ივლისი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით (GMT+4).
გაიგეთ მეტი -
23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი