-
24/02/2024
მოლდოვა 7,5 მლრდ ევროს ღირებულების „ციფრული ევროპის პროგრამას“ მიუერთდება
მოლდოვის „ციფრული ევროპის პროგრამასთან“ მიერთების ხელშეკრულების საშუალებით ბიზნესისა და ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის დაფინანსება ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისთვის 7.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით 2021-2027 წლებში.
გაიგეთ მეტი -
28/12/2023
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ
2023 წლის 14–15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე. ეს იყო საეტაპო მომენტი ორივე ქვეყნის ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ თავიანთ ევროპულ რწმენას. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭების შესახებ.
გაიგეთ მეტი -
27/12/2023
ელ-ჯანმრთელობის ქსელი: სტრატეგიული ნაბიჯები სახელმწიფოთაშორისი სერვისებისკენ
როგორ შეძლებენ ექიმები იმ ახალი პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის მოპოვებას, რომლებიც საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გადავიდნენ? ციფრული ჯანდაცვის სისტემები, რომლებიც იძლევა ინფორმაციის გაცვლის და სერვისებზე წვდომის საშუალებას სახელმწიფოებს შორის, დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ვიდრე ოდესმე. პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის თემატური სფერო მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მათი ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების შექმნაზე, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეთა ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. 16 და 24 ნოემბერს ჩატარებული ელ-ჯანმრთელობის ქსელის ორი ონლაინ ვორქშოფით მოცული იქნა განსხვავებული საკითხები, მათ შორის დაფინანსება, ინოვაციები და აქტივიზმი ციფრულ ჯანმრთელობაში.
გაიგეთ მეტი -
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია - ასე შეთანხმდნენ მონაწილეები პროგრამის EU4Digital ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიების თემამ „ციფრული სტრატეგიული ავტონომია: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, შექმნა შესაძლებლობა იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ დაკავშირებადობას და ხელოვნური ინტელექტის მსგავს მიღწევებს გამოავლინოს ინოვაციები მდგრადი მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით მუშაობის პროცესში.
გაიგეთ მეტი -
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ კოორდინირებულ მიდგომას სტრატეგიული დაგეგმვის მიმართ, პოლიტიკის და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და ინვესტიციებს დღეისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მე-5 ყოველწლიური შეხვედრიდან, რომელიც 2023 წლის 15 ნოემბერს ონლაინ ჩატარდა.
გაიგეთ მეტი -
17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის საჭიროებები განაპირობებს. ეს აქტივობები მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობით ორმხრივ აქტივობასთან, რომლის მენეჯმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი დღის წესრიგის ფარგლებში ახორციელებენ. შედეგების მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით, პროგრამამ EU4Digital მისი განხორციელების მიმდინარე, მეორე ფაზაში უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრა 2023 წლის 18 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება განეხილათ პროექტის შედეგები, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები მის შესახებ და გან ეხილათ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს პროგრამის EU4Digital საქმიანობის დანერგვა ეროვნულ დონეზე.
გაიგეთ მეტი -
08/11/2023
ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსში ცვლილებების შესახებ
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირის საბჭომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ პირობით, თუ ქვეყანა ღონისძიებების მთელ რიგს განახორციელებს. გარდა ამისა, ევროკომისიამ დაამტკიცა 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომელშიც პირველად იქნა შეფასებული ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი.
გაიგეთ მეტი -
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაციებს პროგრამის EU4Digital და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ სფეროში, გიწვევთ ისარგებლოთ იმ საშუალებების მზარდი რაოდენობით, რომლითაც შეძლებთ ამ კონტენტზე წვდომას – კერძოდ, ისარგებლეთ Twitter-ის სრულიად ახალი ანგარიშით: ჩაერთეთ საუბარში!
გაიგეთ მეტი -
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის დღის წესრიგის შესახებ? ინიციატივა EU4Digital აწყობს ორ ღონისძიებას, რომლებიც ეძღვნება ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 2023 წლის 14 ნოემბერს ციფრული კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის უზრუნველყოფს უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეს და მიესალმება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. 2023 წლის 15 ნოემბერს პროგრამის EU4Digital II ფაზის საკოორდინაციო კომიტეტის მოწვეული წევრები რეგიონული საფლაგმანო EU4Digital ინიციატივის და პროექტების განსახილველად შეიკრიბებიან.
გაიგეთ მეტი