ნდობა და უსაფრთხოება

EU4Digital ხელს უწყობს ნდობის სამსახურების განვითარებას ციფრულ ეკონომიკაში და კიბერ-უსაფრთხოებაში იმ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, რომელიც წარმოადგენს ძირითადი სახელმწიფოთაშორისი ოპერაციულად თავსებადი ელექტრონული სერვისების შემადგენელ ნაწილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ახალი ამბები მოვლენები წარმატების ისტორიებიბარათები ინფოგრაფიკები

ამ მიზნების მხარდასაჭერად პროგრამა „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ განახორციელებს შემდეგს:

  • რეგიონული სტრატეგიული გეგმის და ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება და დანერგვა ე-იდენტიფიკაციის ორმხრივი აღიარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
  • ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის პილოტირება რეგიონში 
  • რეგიონული ჩარჩოს შექმნა სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისებისთვის 
  • კიბერ-უსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციების სტანდარტული კომპლექტის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის

პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივის EU4Digital ნდობისა და უსაფრთხოების ქსელს, რომელიც მოიცავს შემდეგს:

ციფრული ნდობა

  • ელექტრონული ტრანზაქციებისთვის საჭირო ე-იდენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან (eIDAS რეგულაცია)
  • სათანადო ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვა პარტნიორ ქვეყნებში
  • ე-იდენტიფიკაციის ორმხრივი აღიარების სტრატეგიული გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
  • ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირს შორის
  • ბიზნესისთვის საჭირო სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების რეგიონული ჩარჩო

კიბერ-უსაფრთხოება

  • ეროვნული სტრატეგიული გეგმების შემუშავება და ეროვნული კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიების განხორციელება პარტნიორ ქვეყნებში
  • კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე გადაუდებელი რეაგირების ეროვნული გუნდების (CERTs) ჩამოყალიბება თითოეულ ქვეყანაში
  • კიბერ-უსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციების სტანდარტული კომპლექტის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის

EU4Digital Cyber პროგრამა,  რომელიც შედგება ორი პროექტისგან, Cybersecurity EAST და Cybercrime, ხელს შეუწყობს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის და სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გაუმჯობესებას ფოკუსირებით ორ შემადგენელ ელემენტზე: ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და კიბერ შეტევებისადმი მზადყოფნას, და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტური ჩარჩოს სრული განხორციელება.

ნდობისა და უსაფრთხოების განვითარებით ციფრულ ეკონომიკაში ევროკავშირი ამარტივებს ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის საჭირო ელექტრონულ ტრანზაქციებს, გარდაქმნის მათ უფრო უსაფრთხო, უფრო სწრაფ და უფრო იაფ ტრანზაქციებად, და ხელს უწყობს უმნიშვნელოვანესი ციფრული  ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი ან საბანკო სექტორი, ხოლო აღნიშნულის შედეგია უფრო ძლიერი, უფრო დინამიური ეკონომიკა და მომხმარებელთა ნდობის გაზრდა.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა

მოვლენები

სამომავლო ღონისძიებები არ არის

იხილეთ ყველა

წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა

ბარათები

იხილეთ ყველა