ციფრული ნდობა: პროგრამის EU4Digital ძირითადი როლი პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ საზოგადოებაში

  • თარიღი: 08/09/20
  • გააზიარეთ:

პანდემიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებების გრძელვადიან განვითარებასა და ადამიანების ცხოვრების სტილზე. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე COVID-19 პანდემია არ არის პირველი უახლეს ისტორიაში, ის არის პირველი პანდემია ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, სადაც ჩვენი ბიზნეს-მოდელების და ღირებულების შემქმნელი საწარმოების უმრავლესობა ამა თუ იმ გზით ციფრულ კომუნიკაციასა და ინტერნეტზეა დამყარებული.

ამ ათწლეულის დაწყების შემდეგ, ბიზნესმა ტრადიციული არავირტუალური მოდელიდან, სადაც ბიზნეს-საქმიანობის საწარმოებლად ფიზიკური ადგილი იყო საჭირო, დაიწყო გადასვლა ციფრულ მოდელზე, სადაც ბიზნესის ყოველდღიურად წარმოებისთვის სულ უფრო ხშირად გამოიყენება ვებსაიტი და ე-კომერციის პლატფორმები.

COVID-19 პანდემიის შეკავების საშუალებებმა (მკაცრი იზოლაცია, სოციალური დისტანცირება და სხვ.) ძირ-ფესვიანად შეცვალა ეკონომიკის და ბიზნესის ლანდშაფტი, დააჩქარა ბიზნესის უპირატესად ციფრულ მოდელებზე გადასვლა მრავალ რეგიონში, ვინაიდან ბიზნესი და ორგანიზაციები ცდილობდნენ აქტუალურობის შენარჩუნებას პოსტ-პანდემიურ სამყაროში.

ამ ციფრული ტრანსფორმაციის ციებ-ცხელების პროცესში, ციფრული ნდობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. 

ამ საკითხების გადასაჭრელად ევროკავშირში შემუშავებულია რამდენიმე სტრატეგია, კერძოდ:

  • ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგია ევროპისთვის
  • ელექტრონული იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის და ნდობის სამსახურების (eIDAS) რეგულაცია ნდობის სამსახურებისთვის
  • მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობისთვის
  • როუმინგული გადასახადების დასრულება
  • მონაცემთა დაცვის მოდერნიზაცია
  • ონლაინ კონტენტის სახელმწიფოთაშორისი პორტატულობა
  • ე-კომერციის გახსნის შეთანხმება სერვისების გაუმართლებელი ბლოკირების შეჩერებით გარკვეულ გეოგრაფიულ ზონებში

EU4Digital – ნდობის და უსაფრთხოების მიმართულების აქტუალურობა პანდემიის კონტექსტში

პროექტის EU4Digital ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამოცანა იყო ციფრული ხელმოწერების და ნდობის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების ხელშეწყობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. როდესაც პროექტი დაიწყო, ეს მასშტაბური ამოცანები, განხორციელებული ნდობის და უსაფრთხოების მიმართულების ფარგლებში, ითვლებოდა მნიშვნელოვნად, მაგრამ არა გადამწყვეტად სხვა მიმართულებებთან შედარებით. როდესაც 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ნახევარში გაგრძელდა მუშაობა ნდობის და უსაფრთხოების მიმართულებაზე, გამოაშკარავდა, რომ ციფრული ხელმოწერების და ელექტრონული იდენტიფიკაციის ციფრული ნდობის და სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების განხორციელება გადამწყვეტი გახდებოდა პანდემიით შეზღუდულ საზოგადოებებში. იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს, იყოს წარმატებული და სიცოცხლისუნარიანი გლობალური მოვლენების ფონზე, ის უნდა იყოს ცოცხალი, მოქნილი და მოძრაობდეს იმ ბიუროკრატიული პრაქტიკის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომელიც აზიანებს სახელმწიფო სექტორის სხვადასხვა სახის საქმიანობას.

ციფრული ხელმოწერების აღიარება და იურიდიული ღირებულება აძლევს მოქალაქეებს და ბიზნესს შემდეგი საქმიანობის განხორციელების საშუალებას:

  • ბიზნეს-საქმიანობის წარმოება
  • პროდუქტების და სერვისების ყიდვა/შეძენა
  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
  • იურიდიული და ფინანსური საქმიანობის წარმოება
  • წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე

და გაცილებით მეტის კეთება, და ამავე დროს თავის გართმევა სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისთვის, რომლებიც დაწესდა გლობალური პანდემიის გავლენის შესამცირებლად.

ამ კონტექსტში ციფრული ხელმოწერების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარება აძლევს ბიზნესს და მოქალაქეებს ცალკეულ ქვეყნებში იმის საშუალებას, რომ არ მოექცნენ იზოლაციაში და პანდემიის განმავლობაში განაგრძონ ცხოვრება ციფრული ნდობის სერვისების გამოყენებით.

ვინაიდან მუშაობა ნდობის და უსაფრთხოების მიმართულებაზე გრძელდება, ეს საქმიანობა ორიენტირებული იქნება რეკომენდაციების და ინდივიდუალური სტრატეგიული გეგმების შემუშავებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის, რათა მათ ახლო მომავალში მიაღწიონ ციფრული ხელმოწერების და ელექტრონული იდენტიფიკაციის  სახელმწიფოთაშორის ორმხრივ აღიარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

EU4Digital ნდობა და უსაფრთხოება

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…

გაიგეთ მეტი

ტყუპი დების ცხოვრება ციფრულმა უნარებმა შეცვალა

16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა