ტელეკომის ოპერატორები 2024 წლიდან ევროკავშირსა და მოლდოვაში როუმინგის ტარიფებს შეამცირებენ
თარიღი: 14/06/23
ევროკავშირის და მოლდოვის რესპუბლიკის ტელეკომის ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას როუმინგის ფასების შემცირების შესახებ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ორ ტერიტორიას შორის მოგზაურობენ. ევროკომისიამ და მოლდოვის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირეს 2023 წლის 31 მაისს გამოქვეყნებულ ნებაყოფლობით დეკლარაციას, რომელიც ასახავს საზიარო მიზანს როუმინგის გრძელვადიანი შეთანხმების უზრუნველსაყოფად და მოლდოვის ევროკავშირის ერთიან ბაზართანდასაახლოვებლად.ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და მოლდოვის ინტეგრაციას ევროკავშირის როუმინგის რეჟიმში ინიციატივის EU4Digital საშუალებით.
ერთობლივი დეკლარაცია უზრუნველყოფს როუმინგის ტარიფების შემცირებას ევროკავშირს, ევროპის ეკონომიკურ ზონას (EEA) და მოლდოვის რესპუბლიკას შორის მოკლევადიან პერსპექტივაში. ამის შედეგად მოქალაქეები და ბიზნესი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის ეკონომიკური ზონასა და მოლდოვაში შეძლებენ იმოგზაურონ ამ ტერიტორიებზე და იმავდროულად კომუნიკაცია ხელმისაწვდომი ტარიფებით განახორციელონ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მალე ისარგებლებენ დარეკვის, მონაცემთა და ტექსტური შეტყობინებების გადაცემის შემცირებული ტარიფებით. მათ ექნებათ ოჯახთან და მეგობრებთან უფრო მარტივად დაკავშირების საშუალება; შემცირებული ფასებიდან სარგებლობას ბიზნესიც მიიღებს.
ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital 2019 წლიდან უწყობს ხელს უსაფრთხო და მდგრადი ციფრული და ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღნიშნა პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა ანდრეის დომბროვსკისმა. ის სიხარულით შეხვდა ახალ ინფორმაციას ერთობლივი დეკლარაციის შესახებ.
„ერთობლივი დეკლარაციის გამოცხადება ევროკავშირს და მოლდოვის ტელეკომის ოპერატორებს შორის აღსანიშნავი მომენტია პროგრამის EU4Digital გუნდისთვის, ვინაიდან ეს ხელშეკრულება ემყარება წლობით მიმდინარე სამუშაოს და ექსპერტიზით უზრუნველყოფას, რათა მხარი დაუჭიროს ევროკომისიის და პარტნიორი ქვეყნების მომზადებას ამ განვითარებისათვის.“
პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერი ანდრეის დომბროვსკისი
ევროკომისია მიესალმა ამ დეკლარაციას. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სარგებლობას მოუტანს ადამიანებსა და კომპანიებს ევროკავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკაში, და დაგვაახლოებს ერთმანეთთან, ვინაიდან მოლდოვის რესპუბლიკა აგრძელებს საქმიანობას კანდიდატის სტატუსის მისაღებად.“
დეკლარაციის ამოცანები
დეკლარაციის ხელმომწერებმა შეათანხმეს მთელი რიგი საერთო ამოცანები, რომლებიც მოქალაქეებისთვის სარგებლის მოტანას 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. სხვა საკითხებთან ერთად, ხელმომწერები იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:
ხელმისაწვდომი საცალო როუმინგის სერვისის მიწოდება მათთვის, ვინც ევროკავშირს ევროპის/ეკონომიკური ზონას და მოლდოვის რესპუბლიკას შორის მოგზაურობს;
საცალო ფასის მაქსიმუმის შეთანხმება, რომელიც 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადდეს;
საბითუმო როუმინგის მაქსიმალური ღირებულების შეფასება როუმინგის სერვისის მისაწოდებლად, რომლის ფასი შეთანხმებული საცალო ფასის მაქსიმუმის ტოლი ან მასზე ნაკლებია.
საბითუმო როუმინგის შეთანხმებაზე მოლაპარაკება, სადაც საჭიროა, რათა გათვალისწინებული იყოს კავშირის დასრულების საერთაშორისო ფასები და შესაძლებელი იყოს როუმინგის სერვისების მიწოდება შეთანხმებული საცალო ფასის მაქსიმუმით ან უფრო იაფად;
საცალო შეთავაზებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საბოლოო მომხმარებელთა ყველაზე ფართო წრისათვის.
დეკლარაცია მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ამ თარიღის შემდეგ შესაძლებელია მისი განახლება. დეკლარაცია ნებაყოფლობითა და ღიაა ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის და მოლდოვის ოპერატორებისთვის, რომლებიც მოისურვებენ მასზე ხელმოწერას ნებისმიერ დროს. პირველ ხელმომწერებს შორის ევროკავშირის მხრიდან არიან Orange ჯგუფი, DT ჯგუფი და Telefonica ჯგუფი; ეს კომპანიები ფარავენ ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. მოლდოვის მხარეს ხელმომწერები არიან Orange მოლდოვა, Moldtelecom და Moldcell.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.