პროგრამამ EU4Digital მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრაში
თარიღი: 14/06/23
პროგრამამ EU4Digital მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-14 შეხვედრაში.2023 წლის 10-11 მაისს ჩატარებულ შეხვედრაზე განიხილეს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარება და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის არსებული მოდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ღონისძიების პირველ დღეს ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს ევროკომისიის წინადადება გიგაბიტის ინფრასტრუქტურის აქტისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს ფართოზოლოვანი ქსელის ფასების შემცირების დირექტივას. ეს ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ძალზე მაღალეფექტური ქსელების დანერგვაში ევროკავშირის 2030 წლის ციფრული მიზნების შესაბამისად.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) სარეგულაციო ჩარჩოს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა BEREC კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ამ ანგარიშს, რომელმაც ძალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, თან ერთვოდა სამომავლო რეკომენდაციების პაკეტი ციფრულ სექტორში მიმდინარე დაჩქარებული ცვლილებების გადასაჭრელად.
პროგრამის EU4Digital გუნდმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მეორე დღეს. ამ დღეს შეათანხმეს საქმიანობა და სამუშაო შედეგები, რომლებიც უნდა შესრულდეს დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მიერ პროგრამის EU4Digital ტექნიკური დახმარებით. ეს დისკუსიები ფოკუსირებული იყო ოთხ ძირითად განსახორციელებელ შედეგზე:
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში კონკურენტუნარიან ფართოზოლოვან ქსელებზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ.
ანგარიში, რომელიც ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ფართოზოლოვანი ქსელით მოცვის მდგომარეობას. მონაცემთა შეგროვების სამი რაუნდის შემდეგ ქვეყნებს განსახილველი აქვთ ჯამური მონაცემები.
კანონმდებლობის განვითარების მონიტორინგი მარეგულირებელი მმართველობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში.
ფართოზოლოვანი ქსელის ბაზრის ანალიზის დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. დისკუსიების შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ანალიზში შესაძლებელია ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხოლოდ სამი ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
დამატებითი ინფორმაცია:
დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-14 შეხვედრა ჩატარდა ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) შეხვედრასთან ერთად; ამის მიზანი იყო ჩართულობის ხელშეწყობა IRB-სა და BEREC-ის შესაბამისი სამუშაო ჯგუფების, კერძოდ, სარეგულაციო ჩარჩოს სამუშაო ჯგუფის და ფიქსირებული ქსელის განვითარების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის. შეხვედრების ამგვარი ორგანიზება ხდება IRB EWG-ის ყოველი ორწლიანი შეხვედრიდან ერთ-ერთზე, ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომლობა და გამარტივებული წვდომა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის რეგულაციების საკითხზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.