უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი ტვირთის ტრანსპორტირების ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად შეარჩიეს
თარიღი: 14/06/23
პროგრამამ EU4Digital უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი შეარჩია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომლებიც ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) გაცვლის დასანერგად მათზე მორგებულ სტრატეგიულ გეგმებს მიიღებენ. სტრატეგიული გეგმები შეიქმნება ევროკავშირის eFTI რეგულაციის შესაბამისად, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2025 წლის დეკემბერში და რომელიც გაამარტივებს და ციფრულად გარდაქმნის ინფორმაციის გაცვლას ტვირთის გამგზავნებს, გადამზიდავ კომპანიებს, ხელისუფლებას და საქონლის გადაზიდვაში მონაწილე სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. eFTI-ს მსგავსი მიდგომის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაეხმარება მათ ინტეგრაციას ევროკავშირის eFTI ეკოსისტემაში და სარგებლობას მოუტანს მათ ხელისუფლებებს და ბიზნეს-ოპერატორებს.
პრიორიტეტული ქვეყნების შერჩევისას პროგრამამ EU4Digital შეაფასა ტვირთის სატრანსპორტო ინფორმაციის გაცვლის არსებული გარემო გზების, რკინიგზის და შიდა წყალთსავალი ტრანსპორტის კუთხით. შერჩევისას გათვალისწინებული იყო სხვადასხვა კატეგორია, კერძოდ, ელექტრონულ ლოგისტიკაში არსებული პროგრესი, საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, არსებული საკანონმდებლო ბაზა ელ-ტვირთების ინფორმაციის გაცვლისათვის და შესაბამისი მიმდინარე ინიციატივები. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო სავაჭრო ნაკადების მოცულობა ევროკავშირთან. უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი შეარჩიეს, როგორც ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის დანერგვის სავარჯიშოს ყველაზე მონდომებული და მომზადებული კანდიდატები.
პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ შერჩევის შედეგები გამოაცხადა. „დღეისათვის ამ ქვეყნებმა უჩვენეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და წინსვლა ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა გაცვლის საკითხებში ეროვნულ დონეზე“, აღნიშნა მან.
ამ დამოკიდებულების მაგალითებია:
ამჟამად უკრაინა ახორციელებს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მართვის ეროვნულ სისტემას საგზაო ტრანსპორტში (eTTN).
2022 წელს მოლდოვამ აამოქმედა ელ-ტრანსპორტის ავტორიზაცია საგზაო ტრანსპორტის ავტორიზაციის მოთხოვნების გასაცემად როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სატვირთო ტრანსპორტისთვის.
იზრდება აზერბაიჯანის, როგორც მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობა აზიასა და ევროპას შორის; ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული გეგმების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად მონაცემთა ციფრულ გარდაქმნასა და დოკუმენტების გაცვლაში, ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის (eFTI) და გაეროს ვაჭრობის ხელშეწყობისა და ელექტრონული ბიზნესის ცენტრის (UN/CEFACT) რეკომენდაციების ჩათვლით.
„პროგრამა EU4Digital მოელის თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და აზერბაიჯანთან, რათა კიდევ უფრო განავითაროს მათი მიღწევები ტვირთის ტრანსპორტირების ელექტრონული ინფორმაციის მონაცემთა გაცვლაში; ეს დაემყარება არსებულ საფუძველს eFTI-ს დანერგვის სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად, რომელიც ევროკავშირის eFTI რეგულაციის შესაბამისი იქნება.”
რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენე, პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე
შემდგომი ნაბიჯები
ევროკავშირის eFTI რეგულაცია მოითხოვს სტანდარტული ფორმატის გამოყენებას ტვირთის ტრანსპორტირების ელექტრონული ინფორმაციისთვის, და მისი გაცვლისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს აწესებს. პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის მიმართულება მჭიდროდ ითანამშრომლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ქვეყნებთან საქმის არსებული ვითარების შეფასების მიზნით. ამ შეფასების საფუძველზე, შემუშავდება რეკომენდაციების სამუშაო ვერსიები რეგულირების, ტექნიკურ და საორგანიზაციო სფეროებში. შემდეგ შეიქმნება სტრატეგიული გეგმა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს eFTI-ის მსგავსი მიდგომა ტვირთის ტრანსპორტირების მულტიმოდალური ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის დასანერგად, რომელიც მორგებული იქნება ტვირთის ტრანსპორტირების ინფორმაციის გაცვლის გარემოზე თითოეულ ქვეყანაში.
eFTI-ის უპირატესობები
მოსალოდნელია, რომ eFTI-ის მსგავსი მიდგომის განხორციელება მონაწილე ქვეყნებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
ბიზნესის ოპერაციებისთვის სასარგებლო იქნება გამარტივებული პროცედურები და პროცესები, შემცირებული ადმინისტრაციული ტვირთი და გაზრდილი ეფექტიანობა, რასაც თავის მხრივ მოსდევს ტრანსპორტირების დაჩქარება, სატვირთო ავტომანქანების ნაადრევად გაშვება მომდევნო ტვირთის მისაღებად და საბოლოოდ – ავტოტრანსპორტის უფრო ეფექტური გამოყენება.
ამავე დროს, ხელისუფლება სარგებელს მიიღებს მონაცემთა სიზუსტის გაუმჯობესებით, მონიტორინგის და კონტროლის პოტენციალის გაზრდით, ინფორმაციაზე წვდომით დროის რეალურ რეჟიმში და ზოგადი საოპერაციო ეფექტიანობით. და ბოლოს, პერსპექტივაში ტვირთების ტრანსპორტირების ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის გარემოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ინტეგრაციას ევროკავშირის eFTI ეკოსისტემაში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.