პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელი: იდეები სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისის პილოტირების თაობაზე
თარიღი: 01/06/23
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელმა 2023 წლის 18 მაისს ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის მიზანი იყო იდეების ფორმირება სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირებასთან დაკავშირებით. ეს იყო მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებათა ციკლის მეორე შეხვედრა, რომელიც ქმნის უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველს ელ-ჯანმრთელობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირების საკითხი წამოჭრილი იყო წინა ღონისძიებაზე 2023 წლის 27 აპრილს. აღნიშნული ღონისძიების ძირითადი თემები იყო პაციენტის შეჯამებული ინფორმაცია და ელ-რეცეპტების სერვისები – განიხილეს პრაქტიკული ასპექტები ადამიანების საზღვარგარეთის ქვეყნებში მოგზაურობის პირობებში. იდეების ფორმირების სამუშაო, რომელიც 27 აპრილის ღონისძიებაზე დაიწყო, გაგრძელდა მაისის შეხვედრაზე.
მაისის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხი იყო პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ექსპერტის, მედიცინის დოქტორის, ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ISCTE) ასოცირებული პროფესორის ჰენრიკ მარტინსის პრეზენტაცია. მან შეხვედრის მონაწილეებს პორტუგალიაში ელ-ჯანმრთელობის სერვისების განვითარებიდან მიღებული გამოცდილება გაუზიარა. პროფესორმა მარტინსმა ხაზი გაუსვა ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს მონაცემთა გაცვლას სახელმწიფოთა შორის და ადგილობრივი პლატფორმების ოპერაციულ თავსებადობას. ეს პლატფორმები იძლევა ჯანდაცვის სხვადასხვა პროვაიდერებისგან მიღებული მონაცემების პაციენტთა უნიფიცირებულ შეჯამებულ ინფორმაციაში თავმოყრის საშუალებას.
შეხვედრაზე განხილული მეორე ძირითადი საკითხი იყო პაციენტის „მოგზაურობის“ რუკა, ანუ მისი ურთიერთქმედება ისეთ სისტემასთან, როგორიცაა ელ-რეცეპტურის სისტემა. ამის შემდეგ იყო დისკუსია მაგალითებზე, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს ელ-რეცეპტის და პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის საპილოტე გადაწყვეტებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, თუ რომელ როლს ანიჭებენ უპირატესობას – მონაცემთა გამგზავნის, თუ მიმღების, და დამსწრეებს შესთავაზეს ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის სათანადო ჯანმრთელობის მონაცემებით. მონაწილეთა ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო ელ-რეცეპტის, პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის და ვაქცინაციის, როგორც პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, წარმომადგენლებმა წამოიწყეს დიალოგი ოპერაციული თავსებადობის საკანონმდებლო საკითხების და მონაცემთა დაცვის შესახებ სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირების პროცესში.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროგრამის EU4Digital გუნდმა ქვეყნების მზადყოფნის წინასწარი საკონტროლო სია წარმოადგინა. სია შედგენილია შიდა დისკუსიების ხელშეწყობის და მოსამზადებელი პროცესის მხარდაჭერის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საკონტროლო სია მოიცავს საკანონმდებლო საკითხებს ტელემედიცინის და რეცეპტის საფუძველზე პრეპარატების გაცემის შესახებ, ასევე შესაბამისი რეესტრების, ეროვნული ოპერატორების და სამედიცინო კოდირების სისტემების არსებობას, რომლებიც ინერგება. მთლიანობაში ეს ინფორმაცია თითოეულ ქვეყანაში ოპერაციული თავსებადობის ხარისხს ასახავს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გააგრძელებენ იდეების ფორმირებას ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირების თაობაზე და მოსამზადებელ საქმიანობას, ცალ-ცალკე ან წყვილებად. მზადყოფნის საკონტროლო სია და შემდგომი ტექნიკური სპეციფიკაციები განხილული იქნება სამუშაო ჯგუფებთან ერთად რეგულარული შეხვედრების დროს პროგრამა EU4Digital მხარდაჭერით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.