ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზარი

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს სამყაროს ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები გარდაქმნისციფრული ეპოქის შესაბამისი ევროპა წარმოადგენს ევროკომისიის 6 პოლიტიკური პრიორიტეტიდან ერთერთს, რომლის მიზანია ადამიანების გაძლიერება ახალი თაობის ტექნოლოგიებით.

ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შესაბამისობა ციფრულ ერასთან მოითხოვს უსარგებლო სარეგულაციო ბარიერების მოშლას და ცალკეული ეროვნული ბაზრებიდან ევროკავშირის მასშტაბის ერთ, საერთ წესებზე გადასვლას.

ამ ნაბიჯების საშუალებით შესაძლებელია ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, კონკურენციის, ინვესტირების და ინოვაციების მხარდაჭერა წელიწადში 415 მილიარდი ევროთი.

ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგიას სამი დასაყრდენი აქვს:

  1. ხელმისაწვდომობა: მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ციფრული საქონლის და მომსახურების უკეთესი ხელმისაწვდომობა ევროპის მასშტაბით;
  2. გარემო: სათანადო გარემოს და ერთნაირი პირობების უზრუნველყოფა ციფრული ქსელებისა და ინოვაციური სერვისების სწრაფი განვითარების მიზნით;
  3. ეკონომიკა და საზოგადოება: ციფრული ეკონომიკის ზრდის პოტენციალის მაქსიმუმამდე გაზრდა.

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმოებს, თავიდან მცირე საწარმო იყო…

საქართველო | 19/10/21

იხილეთ ყველა