ელ-ჯანმრთელობის ქსელი: სტრატეგიული ნაბიჯები სახელმწიფოთაშორისი სერვისებისკენ
თარიღი: 27/12/23
როგორ შეუძლიათ ექიმებს მოიპოვონ იმ ახალი პაციენტების ვაქცინაციის ისტორია, ალერგიის სტატუსი და ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლებიც საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდნენ? ციფრული ჯანდაცვის სისტემები, რომლებიც იძლევა ინფორმაციის გაცვლის და სერვისებზე წვდომის საშუალებას სახელმწიფოთა შორის, დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ვიდრე ოდესმე. პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის თემატური სფერო მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მათი ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების შექმნაზე, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეთა ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს. 16 და 24 ნოემბერს ჩატარებული ელ-ჯანმრთელობის ქსელის ორ ონლაინ ვორქშოფზე განხილული იქნა სხვადასხვა თემები, მათ შორის დაფინანსება, ინოვაცია და აქტივიზმი ციფრულ ჯანმრთელობაში.
ელ-ჯანმრთელობის სერვისების და ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობა სახელმწიფოთა შორის თანდათან უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიის გამო დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი მეზობელ ქვეყნებში წავიდა. ეროვნული და რეგიონალური ელექტრონული ჯანდაცვის სტრატეგიების გაუმჯობესება და მათი დანერგვა ასევე გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ამ ადამიანების, მათი ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სხვა მოქალაქეებისთვის ამ და სხვა ქვეყნებში.
სამი წლის განმავლობაში ინფორმაციის შენახვასა და მართვაში განხორციელებული უზარმაზარი ცვლილება კიდევ ერთი სარწმუნო მიზეზია იმისათვის, რომ მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ციფრული ჯანმრთელობის სისტემების მოდერნიზაცია და მათი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა – ისევე, როგორც 2020 წლის ელ-ჯანმრთელობის გაიდლაინების ჰარმონიზაციის და ოპერაციულად თავსებადობის შემთხვევაში. ეს გაუმჯობესება საფუძვლად დაედება ისეთი შეუფერხებელი და უსაფრთხო სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების დანერგვას, როგორიცაა ელ-დანიშნულება და პაციენტთა შეჯამებული ინფორმაცია.
მაღალი დონის ვორქშოფები
ვორქშოფებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის სამინისტროების, მათ შორის ჯანდაცვის, ციფრული ინფორმაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროების წარმომადგენლები. ამით უზრუნველყოფილი იქნა ვორქშოფებში გამოცდილების და ცოდნის ფართო სპექტრის მონაწილეობა, რამაც გააუმჯობესა ამ ღონისძიებებიდან მიღებული ცოდნის და ანალიზის ხარისხი. კვლევის ინსტრუმენტის გამოყენებით ყველა ქვეყანას შეეძლო ანონიმური ინფორმაციისა და სტატისტიკის გაზიარება მათი ტექნიკური განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობის და სხვა თემების შესახებ, რამაც მისცა მონაწილე ქვეყნებს მათი ხედვების და პრობლემების შედარების და შეპირისპირების საშუალება.
ელ-ჯანმრთელობის ქსელის ვორქშოფების თითოეულმა სესიამ მოიცვა დამოუკიდებელი კომპონენტი, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის ეროვნული ციფრული სტრატეგიის შესამუშავებლად – დაწყებული კანონებიდან და დამთავრებული კიბერუსაფრთხოებით, სამედიცინო ტელეკომუნიკაციით და ელ-დანიშნულებით. ვორქშოფებზე განხილული იქნა ასევე მონაცემთა დაკავშირებადობა და სერვერის პოტენციალი, როგორც არსებით ელემენტები, რომელთა გამართული მუშაობა სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
პირველ ვორქშოფზე მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ჯანმრთელობის დაფინანსების მოდელები და ეკონომიკა, ჯანმრთელობის გეგმის დამტკიცება და ინოვაციები ჯანმრთელობის სფეროში. ამასთანავე, განხილული იქნა პაციენტების მონაცემების რესურსებად გამოყენება და ჯანდაცვის სისტემების მიერ ციფრული ჯანმრთელობის გადაწყვეტების გამოყენების კომპენსირება ფინანსური ან სხვა მეთოდებით, ან თანადაფინანსება ცალკეული პირების ან ორგანიზაციების მიერ. მეორე ღონისძიებაზე განხილული იქნა ქვესტრატეგიები, როგორც მიზნობრივი კომპონენტები ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიების ფარგლებში, ჯანდაცვის მონაცემთა აქტივიზმი, საჯარო და კერძო პარტნიორობების ეფექტური გამოყენება ელ-ჯანმრთელობის ეკოსისტემებში და ციფრული ჯანმრთელობის პოტენციალის შექმნის საშუალებები.
მომდევნო ნაბიჯები
ნოემბრის ვორქშოფებმა დაასრულა პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელის ამ ღონისძიებათა ციკლები. მაგრამ პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის მიმართულება აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას მათი ციფრული ჯანმრთელობის სტრატეგიების განვითარების მიზნით; ეს ხდება თითოეული ქვეყნის კონკრეტული შემთხვევების, პრობლემების და სტრატეგიების გამოკვლევით. მალე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ელ-დანიშნულების ტესტირება უნდა ჩატარდეს, თუ პაციენტთა შეჯამებული ინფორმაციის, რომელ ქვეყანაში, და რა სახის ეტაპობრივი ხელმძღვანელობა დასჭირდებათ ქვეყნებს ამ სერვისის წარმატებით დასანერგად. ამ სერვისის პილოტირების დაწყება 2024 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.