

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital და ასოციაციის INATBA ღონისძიება ხელს უწყობს ბლოკჩეინის განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
თარიღი: 06/04/23
ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებამ 2023 წლის
30 მარტს ონლაინ ქსელურ აქტივობას უმასპინძლა. ბლოკჩეინის ასოციაციებმა, დარგის წარმომადგენლებმა, ინოვაციის ეკოსისტემის ძირითადმა აქტორებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაში (INATBA) გაწევრიანების და მის წამყვან პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
50-ზე მეტი მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 30-მდე ორგანიზაციას წარმოადგენდა; მათ შორის იყვნენ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში ჩართული ცენტრალური ბანკები; საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნეს-ასოციაციები, FinTech ბიზნესების ჩათვლით; სტარტაპები და დარგის წარმომადგენლები ბლოკჩეინის და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიების (DLT) სხვა სფეროებში; ბლოკჩეინზე მომუშავე სათემო საგანმანათლებლო ორგანიზაციები, ასევე სამინისტროს დონის წარმომადგენლები და სააგენტოები, რომლებიც კოორდინირებას უწევენ ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების უმთავრესი მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბლოკჩეინის ასოციაციების და დირექტიულ ორგანოების ინტეგრაცია ავტორიტეტული ექსპერტების და ევროკავშირის ანალოგიური ორგანიზაციების საზოგადოებაში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს დადებით ცვლილებებს რეგულაციების სფეროში და ინოვაციებისადმი კეთილგანწყობილი ბლოკჩეინის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ბლოკჩეინის ეკოსისტემის საფუძვლიანი განხილვა
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ; მან განმარტა ღონისძიების მიზნები და წარმოადგინა პროგრამა EU4Digital. ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA) დირექტორთა საბჭოს წევრმა მარგერიტა ლედერმა აუდიტორიას INATBA-ს მრავალფეროვანი გარემო და მისი გლობალური აქტივობა გააცნო.
ასოციაცია INATBA ჩამოყალიბდა ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც შეიძლება წარმატებით განვითარდეს ბლოკჩეინის ტექნოლოგიები, …სადაც მარეგულირებლებს და დირექტიულ ორგანოებს შეგვიძლია ღიად ვესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ეს ტექნოლოგია ბაზარს, და რა გავლენას ახდენს ის სამუშაო ძალაზე.
მარგერიტა ლედერი, ასოციაციის INATBA დირექტორთა საბჭოს წევრი
ევროკავშირის ბლოკჩეინის ობსერვატორიის და ფორუმის მენეჯერმა ტონია დამვაკერაკიმ მიმოიხილა ევროკავშირის ბლოკჩეინის სტრატეგიების პრინციპები და ელემენტები; ამ სტრატეგიას მხარს უჭერს მნიშვნელოვანი დაფინანსება და პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რაც ბევრი ინოვაციური ტექნოლოგიის გამოცდის საშუალებას იძლევა. მან მოახდინა ევროკომისიის ბლოკჩეინის სტრატეგიის ციტირება, რომლის მიზანია ევროკავშირი გახდეს ლიდერი ტექნოლოგიების სფეროში, და განმარტა ევროკავშირის ბლოკჩეინის ობსერვატორიის და ფორუმის როლი. ეს არის ევროკომისიის ინიციატივა ბლოკჩეინის ინოვაციის აქსელერაციის და ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარების მიზნით ევროკავშირის ფარგლებში. INATBA-ს პარალელურად ევროკავშირის ბლოკჩეინის ობსერვატორია და ფორუმი ევროკომისიისთვის წარმოადგენს კომუნიკაციის საშუალებას ბლოკჩეინის საზოგადოებასთან, კერძო და აკადემიურ სექტორებთან. გარდა ამისა, ის წარმართავს ბლოკჩეინის ინიციატივების რუკას; ამ ინიციატივებს მხარს უჭერს სამთავრობო სტრუქტურები, კორპორაციები ან სტარტაპები, მათ შორის ზოგიერთი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
INATBA: შესაძლებლობები და უპირატესობები
ღონისძიების მეორე ნაწილში ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA) აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო სიმოესმა დამსწრეებს INATBA წარუდგინა. INATBA კომპანიების, საჯარო უწყებების და აკადემიური სექტორის წარმომადგენელთა საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც შექმნა ევროკომისიამ 105 დამფუძნებელი წევრით. რიკარდო სიმოესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ჭრის INATBA პრაქტიკაში არასწორ წარმოდგენებთან და ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესახებ. ამ ასოციაციის მიერ შემოთავაზებული უპირატესობაა ბიზნესის, მათ შორის სტარტაპების, სექტორის წამყვანი კომპანიების, ასევე აკადემიური წრეების და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) სფეროში მომუშავე მარეგულირებლების საჭიროებების მოგვარება. „ეს მიდგომა ხელს უწყობს ურთიერთკავშირებს და ცოდნის გაზიარებას ამ სფეროს, საჯარო სექტორს და აკადემიურ/სამეცნიერო წრეებს შორის“, აღნიშნა მან. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს კოლექტიური პოზიციების დეტალურად შემუშავებას და უზრუნველყოფს INATBA-ს ავტორიტეტს მარეგულირებელ და დირექტიულ ორგანოებში. აღნიშნულის შედეგია პრაქტიკული თანამშრომლობა და INATBA-ს გავლენა მრავალ უმნიშვნელოვანეს მარეგულირებელზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბლოკჩეინთან, სანდო მომსახურებასა და უნარებთან.
შემდეგი მომხსენებელი იყო ბარა გრეპლოვა, INATBA-ს მენეჯერი მთავრობის საკონსულტაციო ორგანიზაციების / სამეცნიერო საკონსულტაციო ორგანიზაციების და წევრების მოზიდვის მიმართულებით. მან კიდევ უფრო დაწვრილებით განიხილა INATBA-ს საოპერაციოო გარემო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები. გარდა ამისა, მან საკონსულტაციო ორგანიზაციების 2022-23 წლების პერიოდის საქმიანობის და პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილე ორგანიზაციების მოზიდვის შესახებ ისაუბრა. ბარა გრეპლოვამ ასევე განმარტა INATBA-ს შემდეგ სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანების კრიტერიუმები და უპირატესობები: ფინანსები, განათლება, იდენტიფიკცია, კონფიდენციალურობა,
სოციალური ზეგავლენა, მდგრადობა და სტანდარტების კომისია; მან გააშუქა 2023 წლის საქმიანობის ძირითადი საკითხები.
INATBA-ს პარტნიორობების და წევრობის რეკრუტირების მენეჯერმა მორგეინ სტაინმა დარგის წარმომადგენლებს ეს უპირატესობები უფრო დაწვრილებით გააცნო. ისინი მოიცავს წევრებისათვის ხელმისაწვდომ რიგ საშუალებებს და სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის ნორმატივების შემუშავებას, პოპულარული მაგალითების გამოყენებას და მარკეტინგული კვლევების მხარდაჭერას. მომხსენებელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბლოკჩეინის ეროვნული ასოციაციები მიიწვია პოტენციური ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის განსახილველად ურთიერთგაგების მემორანდუმების საფუძველზე.
გამოცდილების გაზიარება და კონსულტირება
ღონისძიების დასასრულს INATBA-ს წევრებმა და პარტნიორებმა დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი თანამშრომლობის გამოცდილება; ამ სესიის მოდერატორი იყო ბარა გრეპლოვა.
- გუსტავო პიეტრომ, გენტის უნივერსიტეტის ფლანდრიის სამეცნიერო ფონდის (FWO) უფროსმა მკვლევარმა და INATBA-ს სამეცნიერო საკონსულტაციო ორგანოს წევრმა, ისაუბრა იმ დადებითი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც მასზე INATBA-ს საჯარო და კერძო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვამ მოახდინა. როგორც მან აღნიშნა, იქ არის სივრცე პრაქტიკული საკითხების განსახილველად და უფრო ფართო საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის, მოსაზრებათა პლურალიზმით. გუსტავო პიეტრომ მაგალითად ბლოკჩეინის სფეროში სტანდარტების საერთო ტერმინოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა მოიყვანა.
- მარიანა დე ლა როშმა, ფონდის IOTA რეგულირების საკითხების უფროსმა ექსპერტმა და INATBA-ს სოციალური ზემოქმედების და მდგრადობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, წარმოადგინა ერთობლივად შესრულებული სამუშაო და განმარტა, რომ INATBA-სთან თანამშრომლობა ფონდმა IOTA დაიწყო კონკრეტულ სპეციფიკურ საკითხებში იზოლაციის დაძლევის მიზნით. ბლოკჩეინის სფეროში მომუშავე ჯგუფები „დუღილის“ მსგავსად ვითარდებიან, განმარტა მან, „თქვენ ბუშტის შიგნით ყოფნის შემთხვევაშიც კი იზოლირებული ხართ“. IOTA-სათვის კარგი იყო, რომ ის „შუა დუღილის პროცესში“ აღმოჩნდა, განსაკუთრებით სარეგულაციო გარემოს საკითხებში.
- ევროკავშირის ბლოკჩეინის ობსერვატორიის და ფორუმის მენეჯერმა ტონია დამვაკერაკიმ მონაწილეებს გაუზიარა ანგარიშების ერთობლივად მომზადების და ღონისძიებების ორგანიზების საკუთარი გამოცდილება, რამაც მას საინტერესო პრაქტიკული მაგალითების განსაზღვრის და ექსპერტების მობილიზაციის საშუალება მისცა.
ღონისძიებაზე ცოცხალი დისკუსია გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან მოწვეულ წარმომადგენლებთან. დისკუსიით მოიცვეს მრავალი პრაქტიკული საკითხი, რომლებიც მონაწილე კომპანიებმა, მარეგულირებლებმა და ასოციაციებმა წამოჭრეს. რეგულირების სფეროში ბლოკჩეინის გადაწყვეტებისთვის საინტერესო მაგალითებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ტონია დამვაკერაკიმ ყველა მონაწილეს ურჩია გაეცნონ ევროპის ბლოკჩეინის სარეგულაციო „ქვიშის ყუთს“ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიებისთვის. ის შეიცავს ძირითად ინფორმაციასევროპული ბლოკჩეინის სერვისების ინფრასტრუქტურის, საჯარო სექტორის ბლოკჩეინის ინოვაციური საერთაშორისო სერვისების და დეველოპერებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ.
ბარა გრეპლოვას დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მარეგულირებელ ორგანოებს პოტენციური წვლილის შეტანა INATBA-სთან თანამშრომლობაში, ან რა სარგებლობას მიიღებენ ამ თანამშრომლობიდან. ბარა გრეპლოვამ განმარტა ამ სამთავრობო საკონსულტაციო ორგანოსთან თანამშრომლობის მთავარი უპირატესობა: მარეგულირებელთა ქსელის და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის დანერგვის სხვადასხვა ეტაპებზე მუშაობენ. სასურველია ასევე სამუშაო ჯგუფებში გაწევრიანება, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს მიიღონ მეტი ინფორმაცია დარგის შესახებ და გაეცნონ პრაქტიკოსი სპეციალისტების. გამოცდილებას.
მომდევნო ნაბიჯები
დასკვნის სახით ღონისძიების მოდერატორმა, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმამადლობა გადაუხადა სპიკერებს იმისათვის, რომ ისინი მზად არიან ახალი თანამშრომლობის დასაწყებად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. მან აღნიშნა, რომ INATBA-სთან თანამშრომლობის შედეგად პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა INATBA-ში გაწევრიანების გზამკვლევი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ეს სასარგებლო წინადადება, გაწევრიანების მოთხოვნები და პირობები.
ბარა გრეპლოვამ დაადასტურა, რომ INATBA ასევე მზად არის განიხილოს თანამშრომლობის არასტანდარტული სახეები, მაგ. ერთობლივი პროექტების განხორციელება, პარტნიორული ურთიერთობები ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) და პროგრამის TWINNING ფარგლებში, და ცენტრალური ბანკების და ბლოკჩეინის ასოციაციების მენტორობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლები შემდგომი დისკუსიისთვის მიიწვია.
დამატებითი ინფორმაცია:
იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი და INATBA-ში გაწევრიანების გზამკვლევი, და სპიკერების პრეზენტაციები სლაიდების სახით:
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი

15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი
11/09/2023
არ გამოგრჩეთ თარიღი! პროგრამის EU4Digital ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე
გსურთ გაიგოთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული განვითარების, მომავალი პრიორიტეტების და პოლიტიკის…
გაიგეთ მეტი