2021 წლის 28 აპრილს, 9:00-დან 11:50-მდე ცენტრალური ევროპის დროით, დისტანციურად ჩატარდება პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება.
ღონისძიების ძირითადი საკითხები ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
- პროგრამის EU4Digital ე-ხელმოწერის პილოტირების შედეგები და გამოცდილება;
- ევროკომისიის განახლებული ინფორმაცია გაიდლაინებზე ორმხრივი აღიარების შესახებ შეთანხმების მიმართულებით;
- სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციულად თავსებადი ჩარჩო: შეფასების ღონისძიებების გააქტიურება;
- პროგრამის EU4Digital საქმიანობის წარდგენა ე-მმართველობის საკითხზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ნდობის და უსაფრთხოების ქსელური ღონისძიება ღიაა დაინტერესებული მხარეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის შესაბამისი უწყებებში და ორგანიზაციებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარტინას დაუგირდასს, პროგრამის EU4Digital/ ნდობის და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორს martynas.daugirdas@lt.ey.com