კონფერენცია პროფესიონალიზმი საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სფეროში 2021

  • თარიღი: 20/04/21 – 22/04/21
  • გააზიარეთ:

საინფორმაციო ტექნოლოგიურ უნარებთან დაკავშირებული არსებული და ახალი გამოწვევების გადასაჭრელად, ორგანიზაციები ევროპის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებიმალტის ე-უნარების ფონდი და ირლანდიის ციფრული უნარების და საქმიანობის კოალიცია 20-22 აპრილს სამი ნახევარდღიანი ონლაინ სესიის განმავლობაში ჩაატარებენ „კონფერენციას პროფესიონალიზმი საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სფეროში 2021“.

ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლები ევროპის „ციფრული ათწლეული“ იქნება. ეს ნიშნავს ახალი ტექნოლოგიების ათვისების მნიშვნელოვან დაჩქარებას, იმავდროულად რეგიონის საინფორმაციო-ტექნოლოგიური საკადრო პოტენციალის გაზრდას ევროკავშირის ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად, რომელიც 2030 წლისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიების სექტორში 20 მილიონი პროფესიონალის დასაქმებას ითვალისწინებს.

კონფერენცია გააერთიანებს პერსპექტივებს ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან იმისათვის, რომ განსაზღვროს საჭირო ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება ევროკავშირის ახლად დასახული მიზნების შესრულებას; ეს განხორციელდება პოლიტიკური ინიციატივების მოცვით, ტექნოლოგიების შემუშავებით და მომავლის შექმნით საინფორმაციო ტექნოლოგიური სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. კონფერენციაზე დღეების მიხედვით შემდეგი საკითხები განიხილება:

20 აპრილი – „პროფესიონალიზმის გამოწვევა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“ 

21 აპრილი – „საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალიზმი  პრაქტიკაში“ 

22 აპრილი – „პროფესიონალად ჩამოყალიბება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში

კონფერენციის დეტალები და რეგისტრაცია

მოვლენები

იხილეთ ყველა