საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა „ეროვნულ როუმინგზე და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორზე წვდომის პირობების რეკომენდაციები“, შემუშავებული ხელშეკრულების ფარგლებში კომისიასა და შპს PicewaterhouseCoopers Advisory-ს შორის.
დოკუმენტის მიზანია სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობების შექმნა ეროვნული როუმინგის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის, და რეკომენდაციების შემუშავება კომუნიკაციების კომისიისთვის, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შემდგომი რეგულაციების მიღებას.
ევროკავშირი მისი ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მხარს უჭერს ძალისხმევას საერთო როუმინგული სივრცის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2020 წლამდე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერების და სიხშირეების განაწილების კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
იხილეთ მეტი