საქართველოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ „ქლაუდ“ ინფრასტრუქტურას გამოიყენებს

  • თარიღი: 24/02/21
  • გააზიარეთ:

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი გამოიყენებს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ „ქლაუდ“ ინფრასტრუქტურას ახალი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციას (GRENA) და ინსტიტუტს შორის უზრუნველყოფს ქლაუდ რესურსებს, რომლებიც მოიცავს 12 ბირთვს, 64 GB ოპერატიულ მეხსიერებას, 10 TB მყარ დისკს და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ეს რესურსების გამოყენებული იქნება სამეცნიერო კვლევისთვის KM3NeT გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ნეიტრინოს ტელესკოპის კვლევით ინფრასტრუქტურას. 

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის (GRENA) „ქლაუდ“ ინფრასტრუქტურის თანადამფუძნებელია ევროკავშირი მისი EU4Digital EaPConnect პროექტის ფარგლებში.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა