საქართველოს მთიან სოფლებში ინტერნეტი ჩაირთო

  • თარიღი: 06/11/19
  • გააზიარეთ:

საქართველოს 76 მთიან სოფელში მცხოვრები ათასზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა ინტერნეტს, რაც მთავრობის მთიანი რეგიონების განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის თემის ინტერნეტის პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო; პროექტში ასევე ჩართულები არიან მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, ინტერნეტ-საზოგადოება (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომუნიკაციების ასოციაცია.

პროექტის შედეგად ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის რეგიონების 76 სოფელი, 496 ოჯახი და 1291 მაცხოვრებელი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.

Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა