როუმინგის მონაწილე მხარეთა შეხვედრა ჩატარდება 2019 წლის 12 ნოემბერს ვილნიუსში (ლიეტუვა) როუმინგის რეგიონული შეთანხმების გაფორმების ვარიანტების განსახილველად
ღონისძიების ორგანიზატორები იქნებიან ლიეტუვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო (RRT), როგორც როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის თანათავმჯდომარე როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) თავმჯდომარესთან ერთად, კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის სახელმწიფო რეგულირების ეროვნული კომისია (NCCIR), ევროკავშირის მხარდაჭერით.
შეხვედრის მთავარი მიზანია პასუხისმგებელ სამინისტროებთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი იურიდიული ჩარჩოს ვარიანტები როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) გასაფორმებლად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ვალდებულებების შუქზე, და მოძებნოს ყველაზე შესაბამისი ვარიანტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნისთვის. წარმოდგენილი იქნება როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) საქმიანობა და სტრატეგიული გეგმის განხორციელების საკითხში მიღწეული წინსვლა როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) მიმართულებით, ასევე შეთანხმებები აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის საერთო როუმინგული სივრცის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მიღწეული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა მე-3 შეხვედრზე ციფრული ეკონომიკის საკითხზე.