
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 700 მჰც ზოლის განთავისუფლების და გადამისამართების შესახებ
თარიღი: 20 ნოემბერი 2019
ევროკავშირის 700 მჰც ზოლის განთავისუფლების და გადამისამართების საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში შემუშავებულია პროგრამის EU4Digital ექსპერტების მიერ, როგორც 700 მჰც ზოლის განთავისუფლების საქმიანობის ნაწილი პროექტის „ტელეკომუნიკაციის წესების“ თემატურ სფეროში.
ანგარიშში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა განისაზღვრება ორ ძირითად სფეროში:
- ევროკავშირის მიდგომები 700 მჰც ზოლის განთავისუფლებისადმი;
- ევროკავშირის მიდგომები 700 მჰც ზოლის გადამისამართებისადმი.
ანგარიში მომზადდა 700 მჰც ზოლის გადამისამართებისადმი კოორდინირებული მიდგომის შემუშავების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო სომხეთი და უკრაინა. ანგარიშის მთავარი მიზანია ევროკავშირის ქვეყნების მიერ 700 მჰც ზოლის გადამისამართების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება და ამ პროცესთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის ფორმულირება, კერძოდ, შემდეგ სფეროებში:
- მიდგომა ციფრული სახმელეთო ტელემაუწყებლობის (DTT) გადამისამართებისადმი;
- მიდგომა პროგრამის შექმნის და განსაკუთრებული აღჭურვილობის (PMSE) გადამისამართებისადმი;
- სახელმწიფოთაშორისი კოორდინაცია;
სპექტრის ავტორიზაცია.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ტელეკომის წესები
