9 დეკემბერს პროგრამა EU4Digital ატარებს პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების ღონისძიებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპ-ეკოსისტემის პლატფორმისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პლატფორმის გამოყენება და მისი უპირატესობები პოტენციური მომხმარებლისთვის; დამსწრეებს სთხოვენ საკუთარი წინადადებების მიწოდებას პროდუქტის საბოლოო გაუმჯობესების მიზნით.
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების და ევროკავშირის პარტნიორების Dealroom.co ძალისხმევით, შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპ-ეკოსისტემის თავდაპირველი ვერსია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის, კერძოდ პლატფორმის EuropeanStartups საფუძველზე. ადაპტაციური რუკა უზრუნველყოფს მაკრო-დონის ტენდენციებს და სანდო ანალიზს იმისათვის, რომ სტარტაპის ეკოსისტემის განვითარების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკა მონაცემების საფუძველზე დაიგეგმოს.
ღონისძიებაზე პარტნიორები დეტალურად წარმოადგენენ პლატფორმის საწყის ვერსიას; ისინი დამსწრეებს გააცნობენ პლატფორმაზე ნავიგაციის და ინფორმაციის გამოყენების წესებს, ასევე ამ პლატფორმის სარგებლიანობას სტარტაპის ეკოსისტემისა და რეგიონული განვითარებისთვის. ქვემოთ მოცემულია ღონისძიების სტრუქტურა:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმის და მისი ფუნქციური შესაძლებლობების პრეზენტაცია
- პლატფორმის გამოყენების და მისი სარგებლიანობის ძირითადი მაგალითების პრეზენტაცია
- თანამშრომლობა პლატფორმის პოპულარიზაციის აქტივობების თაობაზე
- კითxვა-პასუხის სესია
პრაქტიკულ სესიას დაესწრებიან ბიზნეს-ასოციაციები და ქსელები, ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსებზე წვდომას, ინოვაციის ეკოსისტემის განვითარების მაკოორდინირებელი სამინისტროები და სააგენტოები, და სხვა დაინტერესებული მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან. მონაწილეებს სთხოვენ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში და გამოხატონ საკუთარი აზრი პლატფორმის შესახებ.
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით, დაუკავშირდით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის წევრებს აიმანტას ტატარუნასს (Eimantas.Tatarunas@lt.ey.com) ან სიმონა პეტრიკაიტეს (Simona.Petrikaite@lt.ey.com). სამიზნე აუდიტორიისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია 8 დეკემბრამდე.